დენიკინი ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:51, 18 მარტი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ დენიკინი

დენიკინი ანტონ - (1872-1947) - რუსი გენერალი, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.

ბიოგრაფია

დაამთავრა კიევის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი (1892) და რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია (1899). რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე (1914-1918). პირველ მსოფლიო ომში მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში მეთაურობდა ბრიგადას, ხოლო 1917 - დასავლეთის და შემდეგ სამხრეთ-დასავლეთის ფრონტებს. პირველ მსოფლიო ომში მიიღო წმინდა გიორგის მეოთხე და მესამე ხარისხის ორდენები. რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში თეთრი მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი სამხრეთ რუსეთში 1918-1920 წლებში. 1918 წლიდან მოხალისეთა არმიის მთავარსარდალი, 1918-1920 წლებშიში „სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი″ და რუსეთის უმაღლესი მმართველის ადმირალ კოლჩაკის მოადგილე. იყო „მთლიანი და განუყოფელი” რუსეთის პრინციპის დამცველი და არ უნდოდა ეცნო რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად წარმოშობილი დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

1919 დენიკინის არმიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები სოჭის ოლქსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. ქართული არმიის მიერ 1919 წლის აპრილში განხორციელებული კონტრშეტევის შემდეგ დენიკინის არმიის აფხაზეთში განლაგებული ნაწილები ქართველებმა აფხაზეთის ტერიტორიიდან განდევნეს. ბრიტანელების ჩარევის შემდეგ მდგომარეობა განიმუხტა და საბრძოლო მოქმედებები დენიკინსა და ქართველებს შორის აღარ გაგრძელებულა.

1920 წლის დასაწყისში წითელ არმიასთან დამარცხების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ემიგრაციაში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა. 1947 გარდაიცვალა ამერიკაში მიჩიგანის შტატში.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

http://www. grwar. ru/persons/persons.html?Id=388; ე. ანდერსენი, აფხაზეთი და სოჭი, კონფლიქტის ფესვები, ინგლ. თარგ. მ. ბიწაძემ, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები