დვალურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დვალურა

დვალურა – (Polygonum vivparum L. = Persicaria vivipara [L.] Ronse Decr.); ოჯახი: მატიტელასებრნი (Polygonaceae). 15-30 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტივი, ძირთან შეფოთლილი. ფესვთანური ფოთლები ყუნწიანია, ელიფსური ან ლანცეტა ფორმის. ქვედა მხარე – შიშველი ან შებუსული. აქვს 2-3 ღეროსეული ლანცეტა, მჯდომარე ფოთოლი. ყვავილედი ცილინდრული თავაკია. ყვავილსაფარი თეთრია ან ვარდისფერი. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის უღელტეხილზე.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები