დიაკონისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიაკონისა პოპლია ანტიოქიიდან

დიაკონისა - (ეტიმ. ბერძნ. diacónissa „მსახური ქალი“) საეკლესიო მსახური ქალი ადრეულ ეკლესიაში. დიაკონისა არ ასრულებდა ღვთისმსახურებას. მისი ფუნქცია იყო: დახმარება ქალების ნათლობისას, ლიტურგიის დროს ქალთა შორის წესრიგის უზრუნველყოფა, ქალების თხოვნის გადაცემა ეპისკოპოსებისათვის და ეპისკოპოსებთან აუდიენციისას ქალების თანხლება, შეწირულობათა განაწილება ქალთა შორის. დიაკონისებად დადგენა საეკლესიო პრაქტიკაში XII საუკუნიდან შეწყდა.დიაკონისები არ ითვლებოდნენ სასულიერო პირებად. XIX საუკუნიდან ეს ინსტიტუტი მრავალ პროტესტანტურ ეკლესიაში აღადგინეს.








წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები