დიაკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიაკონი - (ბერძნ. διάκονος, მსახური), თავდაპირველად დიაკვნები ეპისკოპოსებს საეკლესიო თემის ცხოვრების პრაქტიკულ მხარეზე ზრუნვაში ეხმარებოდნენ. ბოლო რამდენიმე საუკუნეში დიაკვნის მსახურება, ჩვეულებრივ, შემოიფარგლება იმით, რომ საეკლესიო მსახურებისას ისინი ეხმარებიან მღვდლებს. თუმცა, დიაკვნებს შეუძლიათ და უნდა შეასრულონ სხვა – სამისიონერო, სამოძღვრებო და საგანმანათლებლო სამუშაო სამრევლოში. მათთვის სავალდებულო არაა სპეციალური საღვთისმეტყველო განათლება, ისინი შეიძლება აირჩიონ პირდაპირ ადგილობრივი სამრევლოდან. ქორწინების საეკლესიო წესი, რომელიც დადგენილია მღვდლებისთვის, ეხება დიაკვნებსაც.

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები