დიაპაზონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:54, 8 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიაპაზონი
- ხმის ან საკრავი – ბგერითი მოცულობა. განისაზღვრება ინტერვალით ყველაზე დაბალ და ყველაზე მაღალ ბგერას შორის, რომელიც შეუძლია გამოსცეს ამა თუ იმ ხმამ ან საკრავმა.
- ძვ. ბერძნულ მუსიკის თეორიაში – ოქტავის, როგორც კონსონირებული ინტერვალის სახელწოდება.
- ინგლისში – ორგანის ლაბიალური მილების ზოგიერთი რეგისტრების სახელწოდება.
- საფრანგეთში – ჩასაბერი საკრავის ან ორგანის მილის მენზურა, აგრეთვე ტონი, რომლის მიხედვითაც აწყობენ საკრავებს.
- მოდელი, რომლის მიხედვითაც მზადდება ორგანის მილები.