დიდბაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:39, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდბაია

დიდბაია – (Caltha palustris L.); ოჯახი: ხარისძირასებრნი (Helleboraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიმაღლე 10-40 სმ-ია. შეფოთლილი, ფოთლები თირკმლის ფორმისაა, კიდეებზე – მსხვილკბილა. ფოთლები – 5-10, გრძელყუნწიანი. ყვავილსაფარი ყვითელია, ფურცლები – ელიფსური ან მოგრძო-უკუკვერცხისებური. ყვ. ნაყ. IV-VI. ტყის ზედა და სუბალპური სარტყლის დაჭაობებული ადგილების ფართოდ გავრცელებული მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სტორის ხეობაში, ლაგოდეხის ნაკრძალში. სპორადულად მთელი საქართველოს მაღალმთიანეთშია გავრცელებული.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები