დიდებულიძე ალექსანდრე (1882-1951)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიდებულიძე ალექსანდრე იოსების ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ალექსან...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსანდრე იოსების ძე დიდებულიძე“ გადაიტანა გვერდზე „[[დიდებულ...)

22:02, 21 იანვარი 2019-ის ვერსია

დიდებულიძე ალექსანდრე იოსების ძე - (1882, თბილისი - 1951, თბილისი) - ენერგეტიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1918), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1941).

1911 დაამთავრა რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1916-1917 წლებში სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა ოდესაში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის შექმნაში.

1918 დაბრუნდა საქართველოში. 1919 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრის გამგე, შემდგომში - თსუ-ის პოლიტექნიკური ფაკულტეტის პირველი დეკანი.

ალექსანდრე დიდებულიძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელია (1928), სადაც ხელმძღვანელობდა თეორიული ელექტროტექნიკის კათედრას. 1923-1925 წლებში იყო თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი, 1930-1945 წლებში - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის კათედრის გამგე, 1948-1951 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორი. ა. დიდებულიძე ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა („ელექტრო - მაგნიტომეტრია” - სახელმძღვანელო. ტფ., 1929; ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები - სახელმძღვანელო, ტფ., 1927 და ა.შ) და გამოგონებისა.

1930 მან კ. ამირაჯიბთან ერთად შექმნა პირველი ელექტროტრაქტორი და გრძელჭავლიანი საწვიმარი აპარატი ნათესების მოსარწყავად. მან ასევე შემოიტანა თერმოელემენტების დამზადების ახალი პრინციპი, სითბოს იზოთერმული აკუმულატორი და სხვა. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

ქსე, ტ. III, თბ., 1978; ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ალექსანდრე დიდებულიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები