დინდგელი (პროპოლისი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დინდგელი

დინდგელი - (ლათ. propolis ფუტკრის წებო). ფუტკრის მიერ დინდგელის შეგროვება, ძირითადად, დაკავშირებულია სკაზე არსებული ნაპრალების ამოსალესად, საფრენების შესავიწროებლად, სხვა მწერების, მღრღნელებისა და სხვათა შეღწევისაგან ოჯახის დასაცავად. ამავე დროს, დინდგელს ბაქტერიების და სოკოების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.

დინდგელის სამკურნალო თვისებები ცნობილი იყო უძველესი დროიდან. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოიყენებოდა ძველ ეგვიპტეში, შემდეგ – საბერძნეთსა და რომში, ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. XII-XV საუკუნეებში საქართველოში მის საფუძველზე მზადდებოდა სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატი.

დადგენილია, რომ დინდგელს აქვს ბაქტერიოსტატული, ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური, ანესთეზიური, ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი უცხო უჯრედებს ისე ანადგურებს, რომ მასპინძლის მიკლოფლორას არაფერს ვნებს და აქვს მრავალი სხვა უნიკალური თვისება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მისი შემადგენლობა ძალიან რთულია და დამოკიდებულია მცენარეთა იმ სახეობაზე, საიდანაცაა ფუტკრის მიერ იგი მიღებული. დინდგელის შემადგენლობაში დადგენილია 284 სახეობის ნივთიერება, რომელთაგან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 111. იმდენად, რამდენადაც დინდგელის შემადგენლობა მთლიანად არაა ამოცნობილი, მსოფლიოში დღემდე გრძელდება მისი ბიოლოგიური აქტივობის სხვადასხვა საკითხის შესწავლა.

საქართველოში, 40-50 წელზე მეტია, მეცნიერულად ისწავლება დინდგელის ბიოლოგიური აქტივობის სხვადასხვა მხარე და მისი სამკურნალო მიზნით გამოყენების შესაძლებლობები.

დინდგელის შეგროვება ქართულ ფუტკარს, სხვა ჯიშის ფუტკრებთან შედარებით, უფრო ინტენსიურად ახასიათებს. ამასთან, ქართული დინდგელი უფრო რბილია, რაც მისი ერთ-ერთი უპირველესი თვისებაა. წელიწადში ფუტკრის ერთ ოჯახს შეუძლია, დააგროვოს 100-150 გრამი დინდგელი, ანუ ქვეყანაში დღეისათვის სავარაუდოდ არსებული 403 ათასზე მეტი ოჯახიდან შესაძლებელია 50 ტონანე მეტი დინდგელის წარმოება, როცა მისი პოტენციური შესაძლებლობა, სულ მცირე, 60 ტონაზე მეტია.



წყარო

  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016


იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები