დიშლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:02, 3 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიშლი - ქვის სათლელი რკინის იარაღი, აქვს მძიმე ტანი, კბილებით ასწორებს, თლის ქვის ზედაპირს და ზედ ხაზებს ტოვებს. ზოგიერთი დიშლი სწორპირიანია და გამოიყენებდნენ როგორც სამშენებლო ქვის, ასევე საოჯახო ჭურჭლის სათლელად. დიშლი და ტარაღი ორივენი ქვის სათლელად გამოიყენებოდა, ოღონდ ტარაღი უფრო სუფთად თლის.
- ე.ნ.