ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 11: ხაზი 11:
 
'''სამოციქულო'''. სამოციქულო ნიშნავს, რომ ეკლესია დაარსებულია მოციქულთა მიერ და ინახავს მოციქულთა მოძღვრებას, რომელიც მათ უშუალოდ ქრისტესგან მიიღეს. ქრისტეს სიცოცხლეში თორმეტი მოციქული უკანასკნელ სერობაზე უკვე შეადგენდა ეკლესიას თავისი ევქარისტიის საიდუმლოთი (ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარებით), მაგრამ ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება აღდგომიდან ორმოცდამეათე დღე, როცა მოციქულთა კრებულზე გადმოვიდა სულიწმიდის მადლი და სხვადასხვა ქვეყნიდან იერუსალიმში შეკრებილ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ებრაელებს ყველას საკუთარ ენაზე ექადაგა სახარება (საქმე, 2:111).
 
'''სამოციქულო'''. სამოციქულო ნიშნავს, რომ ეკლესია დაარსებულია მოციქულთა მიერ და ინახავს მოციქულთა მოძღვრებას, რომელიც მათ უშუალოდ ქრისტესგან მიიღეს. ქრისტეს სიცოცხლეში თორმეტი მოციქული უკანასკნელ სერობაზე უკვე შეადგენდა ეკლესიას თავისი ევქარისტიის საიდუმლოთი (ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარებით), მაგრამ ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება აღდგომიდან ორმოცდამეათე დღე, როცა მოციქულთა კრებულზე გადმოვიდა სულიწმიდის მადლი და სხვადასხვა ქვეყნიდან იერუსალიმში შეკრებილ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ებრაელებს ყველას საკუთარ ენაზე ექადაგა სახარება (საქმე, 2:111).
  
::::::::::::::::::::ზურაბ კიკნაძე
+
::::::::::::::::::::::::::ზურაბ კიკნაძე
  
  

17:33, 18 აგვისტო 2017-ის ვერსია

კონსტანტინე დიდი. მოზაიკა, აია სოფიის ტაძარი.

ეკლესია - ბერძნული სიტყვაა და მომდინარეობს ზმნიდან ეკკალეო - „მოვუწოდებ“, „მოვუხმობ“. მაშასადამე, ახალი აღთქმის ეკლესია წოდებულთა, მოხმობილთა კრებულია.

ქრისტიანული რელიგიის მრწამსმა, რომელიც ჯერ ნიკეის (325წ.) და მერე კონსტანტინოპოლის (381 წ.) მსოფლიო კრებაზე იქნა მიღებული, ამგვარად ჩამოაყალიბა ქრისტიანული ეკლესიის ოთხი ნიშანი: „მწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია“. განვმარტოთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი.

ერთი. ქრისტემ შექმნა მხოლოდ ერთი ეკლესია, ეკლესია, რაზედაც ლაპარაკობს მრწამსი. როგორც ერთია ღმერთი, როგორც ერთია ძე ღვთისა ქრისტე, როგორც ერთია ქრისტეს სხეული, ასევე ერთია ეკლესია. წმიდა. რაკი ეკლესია ქრისტეს დაფუძნებულია და ის არის მისი სხეული, იგი წმიდაა. ის წუთისოფელშია, მაგრამ განრიდებულია მისგან. წუთისოფლის სიბილწე არ ბღალავს მას. წმიდა არ ნიშნავს, რომ ყველა წევრი ეკლესიისა წმიდაა. წმიდა ნიშნავს, რომ ცოდვილნი, რომელთა მოწოდებისთვის მოვიდა ქრისტე, სიწმიდის გზაზე არიან, ეკლესიაში ეზიარებიან სიწმიდეს.

კათოლიკე. ერთი მნიშვნელობით ეს არის „მთლიანი“, „მრთელი“. ეკლესია შეიქმნა და არსებობს როგორც მთლიანი, დაუნაწევრებელი, ისევე როგორც ქრისტეს სხეულია მთლიანი. ყველა ცალკეული ეკლესია მთლიანად, არა ფრაგმენტულად, არა დანაწილებულად მოიცავს ერთს. მეორე მნიშვნელობით, კათოლიკე ნიშნავს საყოველთაოს, უნივერსალურს. ეკლესია აერთებს ყველა ქრისტიანს, მთელ მსოფლიოში გაფანტულთ, ყველას - ცოცხალსა და განსვენებულს, წმიდასა და ცოდვილს, განურჩევლად ეთნიკურენობრივი, კულტურული, სოციალური კუთვნილებისა. არსებობს ქრისტეს ერთი ეკლესია თავის უნივერსალურ მთლიანობაში, ყველა მოდგმისათვის - ყველასათვის ერთნაირად განტეხილ-დათხეული ქრისტეს ხორცი და სისხლი, მაგრამ მაინც მთლიანი ხორცით და სისხლით. „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი... თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ. 3:28).

სამოციქულო. სამოციქულო ნიშნავს, რომ ეკლესია დაარსებულია მოციქულთა მიერ და ინახავს მოციქულთა მოძღვრებას, რომელიც მათ უშუალოდ ქრისტესგან მიიღეს. ქრისტეს სიცოცხლეში თორმეტი მოციქული უკანასკნელ სერობაზე უკვე შეადგენდა ეკლესიას თავისი ევქარისტიის საიდუმლოთი (ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარებით), მაგრამ ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება აღდგომიდან ორმოცდამეათე დღე, როცა მოციქულთა კრებულზე გადმოვიდა სულიწმიდის მადლი და სხვადასხვა ქვეყნიდან იერუსალიმში შეკრებილ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ებრაელებს ყველას საკუთარ ენაზე ექადაგა სახარება (საქმე, 2:111).

ზურაბ კიკნაძე


წყარო

რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008. - 440 გვ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები