ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:39, 17 თებერვალი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკლესია - (ბერძ.) ქმნილების ერთობა შემოქმედთან. ეკლესიის შესახებ წმ. იოანე ოქროპირი ასე ბრძანებს: „გინდა ცხონება?“ - იყავი ეკლესიაში და იგი შენ არ გაგცემს. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება, ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია, ის არის შენი იმედი, მასში შენი ცხონებაა“.

სიტყვა „ეკლესია“ ქართულად მოწოდებას, მოხმობას ნიშნავს. შინაარსით ეკლესია მორწმუნე ადამიანთა კრებულია. ქრისტეს პირველი ეკლესია ის 120 ადამიანი იყო, რომელნიც შეკრებილნი იყვნენ წმ. მრკოზ მახარებლის ბინაში, სიონის მთაზე და მოუთმენლად ელოდნენ უფლისაგან შეპირებულ ნუგეშინისმცემელს ანუ სულიწმიდას. სულთმოფენობის დღეს ჩაეყარა საფუძველი სამოციქულო ეკლესიას. პირველი სამოციქულო ეკლესია ის 3000 ადამიანი იყო, რომელნიც გაქრისტიანდნენ სულიწმიდით ავსებული წმ. პეტრე მოციქულის ქადაგებით.

მოგვიანებით სიტყვა „ეკლესიამ“ მიიღო მორწმუნე ადამიანთა შესაკრებლის მნიშვნელობა და დაიწყო სპეციალურ სალოცავ ნაგებობათა აშენება ანუ ეკლესიების აგება.

საქართველოში ეკლესიას 9 სინონიმი აქვს (იხ. ალექს. ნეიმანი: „ქართ. სინონიმთა ლექსიკონი", 1978 წ., გვ. 365), რომელთაგან წინა საუკუნეებში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო საყდარი, სამლოცველო და ტაძარი. „ეკლესია“ ბერძნულია, ტაძარი - ფალაური ანუ ძველსპარსული, ხოლო საყდარი და სამლოცველო - ქართული. მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სიტყვა „საყდარი“ „საყუდარი“-დან წარმოსდგება, რამეთუ საყუდარი ქართულად ქვის ან ხის საყრდენს ნიშნავს. უფალმა მამის სახლი უწოდა ეკლესიას. სწორედ ამიტომ ეკლესიაზე ქართველი ხშირად იტყოდა ან საყდარს, ან უფლის სახლს. ამ ბოლო დროს „საყდარი“ მხოლოდ მხოლოდ საკათალიკოსო ტაძარს შემორჩა და ყოველდღიურ ხმარებაში უფრო ეკლესია გამოიყენება.

პირველი ეკლესიები ძალიან მცირე ზომისა, სინამდვილეში მინიატურული სამლოცველოები იყო, რომლებიც თანდათან იქცა უფრო მოზრდილ ეკლესიებად. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მისი მიმდევრები იდევნებოდნენ მეოთხე საუკუნემდე, სანამ 313 წელს კონსტანტინე დიდმა არ გამოუშვა ე.წ. „მილანის ედიქტი“, ანუ კანონი რჯულთშემწყნარებლობის შესახებ, რომლის მიხედვით ქრისტიანობა იყო ერთ-ერთი ფილოსოფიური მოძღვრება და მის მიმდევრებს თავისუფლად შეეძლოთ აეშენებინათ თავისთვის ისეთი შენობა, რომელიც დააკმაკოფილებდა ქრისტიანთა მოთხოვნებს. და სწორედ ამიტომ ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა მხოლოდ IV საუკუნიდან დაიწყო.

წარმართული ბაზილიკური ნაგებობანი, პალატები და სასახლეები ქრისტიანებს გადაეცათ. ქრისტიანობის განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის კონსტანტინე დიდის დედას - წმიდა ელენე დედოფალს, რომელმაც ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებულ ადგილებზე (იერუსალიმი, ბეთლემი, ნაზარეთი და სხვ.) პირველი ქრისტიანული ტაძრები ააშენა (იხ. ილუსტრაციები).




წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები