ელექტრული კაბელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ელექტრული კაბელი''' − ერთი ან რამდენიმე იზოლირებული გამტარ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Eleqtronili kabeli.JPG|thumb|ელექტრული კაბელი]]
 
'''ელექტრული კაბელი''' − ერთი ან რამდენიმე იზოლირებული გამტარი, რომელიც მოთავსებულია ჰერმეტრულ გარსში და გარედან, როგორც წესი, შემოზღუდულია დამცავი ფენით (ჯავშნით). ელექტრული კაბელი გამოიყენება მანძილზე ელექტრული ენერგიის ან სიგნალების გადასაცემად (დაბალი და მაღალი ძაბვის კაბელური ელეტროენერგიის გადამცემი ხაზები; მართვისა და სიგნალიზაციის საკონტროლო კაბელი; კავშირგაბმულობის მაგისტრალური ხაზები; [[ექსკავატორი|ექსკავატორების]], მანქანების, მექანიზმების კვება ელექტროენერგიით; გემების, საფრენი აპარატების და ა.შ. ელექტრომოწყობილობა და სხვ.). ნებისმიერი ტიპის ელექტრულ კაბელს აქვს საერთო კონსტრუქციული ელემენტები: დენგამტარი ძარღვი, იზოლაცია და გარსი. დენგამტარი ძარღვი მზადდება სპილენძის ან [[ალუმინი]]სგან; დანიშნულების მიხედვით, ის შეიძლება იყოს ერთ- და მრავალძარღვა. ძალოვან კაბელებში დენგამტარი ძარღვები შეირჩევა განივკვეთის ფართობის მიხედვით, კავშირგაბმულობის კაბელებში – დიამეტრის.  
 
ძალოვან ელექტრულ კაბელში, როგორც წესი, სამი ძარღვია (სამი ფაზისათვის), კავშირგაბმულობის კაბელებში – ათეულობითა და ასეულობით. კაბელების იზოლაცია კეთდება დიელექტრიკისგან, რომელიც დენგამტარ ძარღვებს აცალკევებს ერთმანეთისგან და გარსისგან. მილისებრი გარსი გარედან ემსახურება დენგამტარი ძარღვის იზოლაციის ფიქსაციას და ტენისა და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისგან დაცვას. ძირითადად გამოიყენება ტყვიის, ალუმინის, პლასტმასისა და ფოლადის გარსები; პლასტმასის იზოლაციის მქონე კ. ე. აქვს პოლივინილქლორიდის ან მურის პიგმენტი-ანი პოლიეთილენის გარსი; თუ იზოლაცია რეზინისაა, მაშინ გა-რსიც კეთდება რეზინისაგან. მექანიკური დაზიანებებისაგან და-საცავად კაბელს გარედან უკეთდება დამცავი საფარი (ბრონი) ფოლადის ლენტის ან მავთულისაგან. ცნობილია ელექტრული კაბელის 1000-ზე მეტი სახეობა, რომელთა ნიშანდება, ასორტიმენტი, დანიშნულება, კონსტრუქცია და მახასიათებლები მოცემულია მწარმოებელი ქვეყნის შესაბამის სტანდარტებში.
 
==წყარო==
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]]
 
[[კატეგორია:კაბელი]]
 
15:01, 24 ივნისი 2022-ის ვერსია

ელექტრული კაბელი

ელექტრული კაბელი − ერთი ან რამდენიმე იზოლირებული გამტარი, რომელიც მოთავსებულია ჰერმეტრულ გარსში და გარედან, როგორც წესი, შემოზღუდულია დამცავი ფენით (ჯავშნით). ელექტრული კაბელი გამოიყენება მანძილზე ელექტრული ენერგიის ან სიგნალების გადასაცემად (დაბალი და მაღალი ძაბვის კაბელური ელეტროენერგიის გადამცემი ხაზები; მართვისა და სიგნალიზაციის საკონტროლო კაბელი; კავშირგაბმულობის მაგისტრალური ხაზები; ექსკავატორების, მანქანების, მექანიზმების კვება ელექტროენერგიით; გემების, საფრენი აპარატების და ა.შ. ელექტრომოწყობილობა და სხვ.). ნებისმიერი ტიპის ელექტრულ კაბელს აქვს საერთო კონსტრუქციული ელემენტები: დენგამტარი ძარღვი, იზოლაცია და გარსი. დენგამტარი ძარღვი მზადდება სპილენძის ან ალუმინისგან; დანიშნულების მიხედვით, ის შეიძლება იყოს ერთ- და მრავალძარღვა. ძალოვან კაბელებში დენგამტარი ძარღვები შეირჩევა განივკვეთის ფართობის მიხედვით, კავშირგაბმულობის კაბელებში – დიამეტრის.

ძალოვან ელექტრულ კაბელში, როგორც წესი, სამი ძარღვია (სამი ფაზისათვის), კავშირგაბმულობის კაბელებში – ათეულობითა და ასეულობით. კაბელების იზოლაცია კეთდება დიელექტრიკისგან, რომელიც დენგამტარ ძარღვებს აცალკევებს ერთმანეთისგან და გარსისგან. მილისებრი გარსი გარედან ემსახურება დენგამტარი ძარღვის იზოლაციის ფიქსაციას და ტენისა და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისგან დაცვას. ძირითადად გამოიყენება ტყვიის, ალუმინის, პლასტმასისა და ფოლადის გარსები; პლასტმასის იზოლაციის მქონე კ. ე. აქვს პოლივინილქლორიდის ან მურის პიგმენტი-ანი პოლიეთილენის გარსი; თუ იზოლაცია რეზინისაა, მაშინ გა-რსიც კეთდება რეზინისაგან. მექანიკური დაზიანებებისაგან და-საცავად კაბელს გარედან უკეთდება დამცავი საფარი (ბრონი) ფოლადის ლენტის ან მავთულისაგან. ცნობილია ელექტრული კაბელის 1000-ზე მეტი სახეობა, რომელთა ნიშანდება, ასორტიმენტი, დანიშნულება, კონსტრუქცია და მახასიათებლები მოცემულია მწარმოებელი ქვეყნის შესაბამის სტანდარტებში.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები