ელიფსოიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელიფსოიდი
ელიფსოიდი – ზედაპირი, რომელიც მიიღება ელიფსის ბრუნვით თავისი ერთ-ერთი ღერძის ირგვლივ; მე-2 რიგის ზედაპირის ერთ-ერთი სახე. დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში მისი კანონიკური (უმარტივესი) განტოლება ასეთი სახისაა:
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
სადაც a, b და c – ელიფსოიდის ნახევარღერძებია.

ელიფსოიდი ჩაკეტილი ზედაპირია, რომელსაც აქვს სიმეტრიის ცენტრი, სიმეტრიის სამი ღერძი და სიმეტრიის სამი სიბრტყე. ელიფსოიდის ნებისმიერი კვეთა სიბრტყით არის ელიფსი, კერძო შემთხვევაში კვეთა შეიძლება იყოს წრეწირი. თუ ელიფსოიდის ღერძები 2a, 2b, 2c განსხვავებულია (a≠b≠c), მაშინ ელიფსოიდს ეწოდება სამღერძა. თუ ელიფსოიდის რომელიმე ორი ღერძი ტოლია, მაშინ გვაქვს ბრუნვითი ელიფსოიდი. თუ ელიფსოიდის ყველა ღერძი ტოლია (a=b=c=R), მაშინ ელიფსოიდი გადაიქცევა R რადიუსის სფეროდ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები