ელიფსოიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:23, 13 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელიფსოიდი

ელიფსოიდიზედაპირი, რომელიც მიიღება ელიფსის ბრუნვით თავისი ერთ-ერთი ღერძის ირგვლივ; მე-2 რიგის ზედაპირის ერთ-ერთი სახე. დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში მისი კანონიკური (უმარტივესი) განტოლება ასეთი სახისაა: Elifs001.png სადაც a, b და c – ელიფსოიდის ნახევარღერძებია.

ელიფსოიდი ჩაკეტილი ზედაპირია, რომელსაც აქვს სიმეტრიის ცენტრი, სიმეტრიის სამი ღერძი და სიმეტრიის სამი სიბრტყე. ელიფსოიდის ნებისმიერი კვეთა სიბრტყით არის ელიფსი, კერძო შემთხვევაში კვეთა შეიძლება იყოს წრეწირი. თუ ელიფსოიდის ღერძები 2a, 2b, 2c განსხვავებულია (a ≠ b ≠ c), მაშინ ელიფსოიდს ეწოდება სამღერძა. თუ ელიფსოიდის რომელიმე ორი ღერძი ტოლია, მაშინ გვაქვს ბრუნვითი ელიფსოიდი. თუ ელიფსოიდის ყველა ღერძი ტოლია (a = b = c = R), მაშინ ელიფსოიდი გადაიქცევა R რადიუსის სფეროდ.


იხილე აგრეთვე

ელიფსოიდური კოორდინატები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები