ელიფსური პარაბოლოიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელიფსური პარაბოლოიდიმე-2 რიგის ზედაპირი; მისი კანონიკური განტოლებაა: x2/p + y2/q=2z; p,q>0. ელიფსური პარაბოლოიდი მოთავსებულია 0xy სიბრტყის ერთ მხარეს და მისი კვეთები 0xy სიბრტყის პარალელური სიბრტყეებით გვაძლევს მსგავს ელიფსებს – ერთი და იგივე ექსცენტრისიტეტებით. თუ p = q, მაშინ ეს კვეთები წრეწირებია, ხოლო პარაბოლოიდს ეწოდება ბრუნვითი პარაბოლოიდი, რომელიც მიიღება პარაბოლის ბრუნვით მისი ღერძის გარშემო; ასეთი პარაბოლოიდის სარკეს ის თვისება აქვს, რომ, თუ სინათლის წყაროს მოვათავსებთ მის ფოკუსში, მაშინ სარკისებური ზედაპირიდან არეკლილი სხივები იქნებიან პარალელურნი, რაც გამოიყენება პროჟექტორებში.

ელიფსური პარაბოლოიდის კვეთები 0z ღერძზე გამავალი სიბრტყეებით წარმოადგენენ პარაბოლებს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები