ემოციური ძალადობა ბავშვზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:59, 8 ივლისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემოციური ძალადობა ბავშვზე - ტერმინი „ემოციური ძალადობა”, უპირატესად, იხმარება პერსისტენტული უყურადღებობის ან უარყოფის, ასევე გადამეტებული ჰიპერპროტექციის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, უმიზეზოდ დადანაშაულების შემთხვევებში, რაც ბავშვის განვითარების შეფერხებას იწვევს.

ემოციურ ძალადობას, როგორც წესი, სხვა სახის ძალადობაც ახლავს. ემოციური ძალადობა მრავალმხრივ მოქმედებს ბავშვზე: ნელდება ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომწიფება; შესაძლოა განვითარდეს ქცევითი და აფექტური აშლილობებიც (Rutter, 1985). დიაგნოზის დასმისას უნდა დავაკვირდეთ ბავშვის მიმართ მშობლების დამოკიდებულებას. მაგ., ინტერვიუირებისას მშობელი ხომ არ აკეთებს სარკასტულ ან დამამცირებელ შენიშვნებს. ერთ ან ორივე მშობელს შეიძლება პიროვნების აშლილობა აღენიშნებოდეს. ფსიქიკური აშლილობები უფრო იშვიათია. ძალადობის შემთხვევების გამოსავლენად უნდა მოხდეს მშობლების როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად გამოკითხვა. შესაძლებელია, ბავშვი ვერ აკმაყოფილებდეს მშობლების მოლოდინს, ან აგრესიის მიზეზი მშობლისთვის შვილის მოძალადე პიროვნებასთან მსგავსება იყოს. აუცილებელია მშობლების ფსიქიკური სტატუსის შეფასება.

მკურნალობა

მკურნალობის დროს ემოციური პრობლემების დასაძლევად და ბავშვთან ყოველდღიური ურთიერთობის დასამყარებლად, მშობლებს დახმარება უნდა შევთავაზოთ. ხშირად ძალიან რთულია მშობლების დარწმუნება იმაში, რომ მკურნალობა აუცილებელია. თუ მშობლები უარს აცხადებენ დახმარებაზე, ხოლო ემოციური ძალადობის შედეგები თვალსაჩინოა, მაშინ იგივე რეგულაციები შედის ძალაში, რომლებიც მოქმედებენ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში. საქმეში სოციალური სერვისები ერთვებიან და ბავშვებს ინდივიდუალურ დახმარებას უწევენ.


იხილე აგრეთვე

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები