ენის წარმოშობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ენის წარმოშობის მეცნიერული კვლევა)
ხაზი 38: ხაზი 38:
 
სამაგიეროდ, ამ თეორიის მომხრენი მეორე თეორიას ასე აკრიტიკებდნენ, თუ საგნის სახელი შედეგია შეთანხმებისა, ადამიანთა ნება-სურვილსა, მაშინ კეთილინებეთ და წარამარა უცვალეთ საგანს სახელი, ხომ შეუძლებელია ესა თუ ის სიტყვა თქვენს ნებაზე შეცვალოთო!
 
ძველი დროის უდიდესმა მატერიალისტმა დემოკრიტემ საგულისხმო მოსაზრებები გამოთქვა ჩვენთვის საინტერესო საკითხზე. ის ამბობდა: ენაში ხომ უხვადაა ომონიმები და სინონიმები. საგანს რომ თავისი ბუნების მიხედვით ერქვას სახელი, მაშინ როგორ ავხსნათ, რომ ერთი სიტყვა სულ სხვადასხვა საგანს აღნიშნავს (ომონიმი), ანდა ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა სახელი აქვსო (სინონიმები). ამავე დროს, არცთუ ყველა საგანს აქვს სახელიო.
+
ძველი დროის უდიდესმა მატერიალისტმა [[დემოკრიტე|დემოკრიტემ]] საგულისხმო მოსაზრებები გამოთქვა ჩვენთვის საინტერესო საკითხზე. ის ამბობდა: ენაში ხომ უხვადაა ომონიმები და სინონიმები. საგანს რომ თავისი ბუნების მიხედვით ერქვას სახელი, მაშინ როგორ ავხსნათ, რომ ერთი სიტყვა სულ სხვადასხვა საგანს აღნიშნავს (ომონიმი), ანდა ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა სახელი აქვსო (სინონიმები). ამავე დროს, არცთუ ყველა საგანს აქვს სახელიო.
  
არსებობს მეტყველების წარმოშობის სხვა თეორიებიც, ესენია: წამოძახილების თეორია (შორისდებულთა თეორია), ხმისმიბაძვითი თეორია, „შრომითი წამოძახილების“ თეორია და სხვ.
 
არსებობს მეტყველების წარმოშობის სხვა თეორიებიც, ესენია: წამოძახილების თეორია (შორისდებულთა თეორია), ხმისმიბაძვითი თეორია, „შრომითი წამოძახილების“ თეორია და სხვ.
ხაზი 53: ხაზი 53:
  
ეს თვალსაზრისიც დაუსაბუთებელია. შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ათეული ათასი წლების განმავლობაში კაცობრიობას გამოეყენებინა მხოლოდ ჟესტების ენა. სხვას რომ თავი დავანებოთ, განა სიბნელეში ან შორ მანძილზე ასეთი „ენა“ თავის დანიშნულებას შეასრულებდა? გარდა ამისა მცდარია შეხედულება, თითქოს ბგერითი ენა თავდაპირველად არ იყო ურთიერთობის საშუალება. ჩვენ ვიცით, რომ ენა ადამიანთა ურთიერთგაგებინების იარაღია და  ესაა ენის არსებითი ფუნქცია...
 
== წყარო ==
 
== წყარო ==

15:28, 18 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

ენის წარმოშობა - ენის წარმოშობის საკითხით კაცობროიბა უხსოვარი დროიდან არის დაინტერესებული. როდის და რა პირობებში გაჩნდა ენა, რით აიხსნება მსოფლიოს ენების სიმრავლე, თავდაპირველად რომელი ენა ჩაისახა, - აი კითხვები, რომლებიც ჯერ კიდევ უძველესი დროიდან აღეძრა ადამიანს.

მრავალი ხალხის ზეპირსიტყვიერებაში ვპოულობთ ათასნაირ ლეგენდასა და მითს ენის წარმოშობის შესახებ; ეს იმას მოწმობს, რომ ხალხი საუკუნეთა სიღრმეში დაინტერესებულა ადამიანური მეტყველების დასაბამით, და ამ უძველესი ხალხური აზროვნების შედეგი აღბეჭდილია მრავალფეროვან ფოლკლორულ გამოცემებში. გავიცნოთ ზოგიერთი მათგანი.

სარჩევი

ხალხური ზღაპრები ენის წარმოშობის შესახებ

ესტონური

ერთი ესტონური ზღაპარი მოგვითხრობს, რომ იყო ბრძენი ბერიკაცი, რომელმაც წყლით სავსე ქვაბი ცეცხლზე დადგა. წყალი წამოდუღდა და დაიწყო ჩუხჩუხი, სისინი და შიშინი. ამ დროს ბრძენმა მოიხმო დედამიწის ხალხები და, ვინც წყლის ჩუხჩუხის დროს მოვიდა, იმ ხალხმა რაკრაკა ბგერებით დაიწყო ლაპარაკი, ვინც სისინის დროს - სისინა ბგერებით, ვინც შიშინის დროს - შიშინა ბგერებით. ესტონელები სიახლოვის გამო ყველაზე ადრე გამოცხადებულან ქვაბთან და ამიტომ ამეტყველებულან თვით ბრძენი ბერიკაცის ენაზე.

ბერძნული

ძველმა ბერძნებმა ასეთი გადმოცემა დაგვიტოვეს: უძველეს ხანაში ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთად, არც ქალაქები ჰქონდათ, არც კანონები ან რაიმე წეს-წყობილება; ლაპარაკობდნენ საერთო ენით და ემორჩილებოდნენ ერთ ღმერთს - ზევსს. დროთა განმავლობაში ჰერმესმა სხვადასხვა კილოკავი გააჩინა და კაცობრიობა დაიყო ხალხებად. ენათა სიმრავლე ამით აიხსნებაო, გვეუბნება ეს ბერძნული ლეგენდა.

ალათაური

გავრცელებულია აგრეთვე ერთი ალათაური ლეგენდა, რომელიც გვაუწყებს, რომ უხსოვარ დროს ალათაელებს ჰქონდათ დედამიწის ზურგზე ერთადერთი სიბრძნის წიგნი. ალათაელები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ერთხელ კოკისპირული წვიმა მოსულა და ცხენზე აკიდებული ეს დიდი წიგნი სულ დასველებულა. მეორე დღეს კაშკაშა მზეზე გაუფენიათ ეს წიგნი გასაშრობად. ერთი თეთრი ძროხა მიპარულა და წიგნი დაუღეჭავს. ამის შემდეგ სხვადასხვა ენაზე ალაპარაკებულან; თეთრი ძროხა კი ალათაელებს დღემდის სძულებიათ, მაშასადამე, დღევანდელი ნაირ-ნაირი ენების სათავე თურმე ალათაური ენა ყოფილა (ალათაური თურქული მოდგმის ენაა).

ბიბლია ენის წერმოშობის შესახებ

ენის წარმოშობის თაობაზე ლაპარაკია ბიბლიაშიც (დაწერილია პირველ ათასწლებში ჩვენს ერამდე), იქ, სადაც მოთხრობილია სამყაროს გაჩენის ამბები. საგნების სახელები ადამს ღმერთმა ამცნოო, ვკითხულობთ ბიბლიაში. ამ წიგნის მეორე ნაწილში კი ვგებულობთ, რომ, როცა პირველი ადამიანი გაჩნდა, ღმერთმა აჩვენა მას ყველა არსება და საგანი, ხოლო ადამიანმა მათ სახელები გამოუგონა.

ბიბლიის გვიანდელი „მკვლევარები“ ეძიებდნენ იმ ენას, რაზედაც ადამი ალაპარაკებულა. ეს თავდაპირველი ენა ებრაულიაო, დაასკვნეს. ზოგი ავტორი იმასაც ამტკიცებდა, რომ ადამის პირველი ენა ბასკური იყო; ზოგიც ფიქრობდა, ადამი და ევა სამოთხეში საუბრობდნენ სპარსულად, გველი, რომელმაც შეაცდინა ადამი და ევა - არაბულად, ხოლო გაბრიელ მთავარანგელოზი მათ თურქულად ელაპარაკებოდა. აღმოჩნდა ისეთი ჭკუის კოლოფიც, რომელიც ირწმუნებოდა, ღმერთი ადამს მიმართავდა შვედურად, ადამი უპასუხებდა დანიურად, ხოლო გველი ელაპარაკებოდა ფრანგულადო.

რით აიხსნება ენათა სიმრავლე? ენის ღვთაებრივი წარმოშობის თეორია ამაზე ასეთ პასუხს იძლევა: ადამიანებს თურმე გადაუწყვეტიათ აეგოთ ბაბილონის გოდოლი, ესე იგი ისეთი მაღალი შენობა, რომელიც ცას ასწვდებოდა. ღმერთს ამ განსაზღვრისათვის ხელი შეუშლია: კოშკის მშენებელი ადამიანებისათვის ენა აურევია, ერთმანეთისა რომ არაფერი გაეგოთ, ისინი სხვადასხვა ენაზე აულაპარაკებია. კოშკის მშენებლობა, ამგვარად, ჩაფუშულა. შემდეგ ეს ადამიანები ღმერთისავე სურვილით დედამიწის ზურგზე გაიფანტნენ და, ასე ამგვარად, სათავე დაედო მრავალენიანობას.

გავიდა დრო. ენის წარმოქმნის ზემოხსენებული გულუბრყვილო ახსნა აღარ აკმაყოფილებდა ადამიანს. ამიტომ რელიგიამ ასეთი თვალსაზრისი შემოგვთავაზა: ღმერთს ენა კი არ შეუქმნია, არამედ ადამიანი მეტყველების უნარით დააჯილდოვაო. აქაც ენის გაჩენის საფუძვლად ღვთაებრივი საწყისია აღიარებული.

ჰეროდოტე ენის წარმოშობის შესახებ

საყურადღებოა, აგრეთვე, შემდეგი გადმოცემა. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ამბობს, რომ ეგვიპტის ფარაონი ფსამექიტი (მეექვსე საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ძალიან დაინტერესებულა ენის წარმოშობის საკითხით. მას ასეთი ცდა ჩაუტარებია: გაუცია განკარგულება, რათა კარჩაკეტილად აღეზარდათ ორი ბავშვი, ისე, რომ მათ ადამიანის ლაპარაკი არ გაეგონათ. ეს ბავშვები მაინც ალაპარაკებულან და პირველი სიტყვა, რომელიც მათ დასცდენიათ, ყოფილა „ბეკოს“. ფარაონის ბრძანებით, დაუწყიათ იმის გამორკვევა, თუ სადაურია ეს სიტყვა და რას ნიშნავს. დადასტურებულა, რომ „ბეკოს“ პურს ნიშნავს ფრიგიულ ენაზე. მაშ ფრიგიული ყოფილა უძველესი ენა, რომელზედაც ადამიანი ალაპარაკებულაო, დაუსკვნია ეგვიპტის ფარაონს. ესეც ძველი ლეგენდაა, შექმნილი 2600 წლის წინათ.

ენის წარმოშობის მეცნიერული კვლევა

როდის დაისვა ენის წარმოშობის საკითხი მეცნიერებაში?

პირველი ბერძენი ფილოსოფოსები იყვნენ, რომლებიც დაინტერესდნენ ამ კითხვით და ცდილობდნენ დამაკმაყოფილებელი პასუხი გაეცათ ამ კითხვაზე. ეს იყო მეხუთე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ესე იგი 2500 წლის წინათ.

ენის საკითხებს ბერძენი ფილოსოფოსები აყენებდნენ აზროვნების საკითხთან დაკავშირებით. სახელდობრ, მათი მიზანი იყო გაერკვიაათ: რა დამოკიდებულება არსებობს საგანსა და მის სახელს შორის, ესე იგი როგორ დაერქვა საგანს ესა თუ ის სახელი: საგნის ბუნებიდან გამომდინარეობს მისი სახელი თუ ადამიანები შეთანხმდნენ - ამა და ამ საგანს ესა და ეს სახელი დავარქვათო. განსაკუთრებით აღელვებდათ ეს საკითხი ძველ საბერძნეთში მჭევრმეტყველების (რიტორიკის) მასწავლებლებს, რომლებსაც სოფისტებს ეძახდნენ. სოფისტების მამამთავარი იყო პროტაგორა, რომელმაც მკვეთრად დააყენა ზემოხსენებული კითხვა. ატყდა სოფისტებს შორის ცხარე დავა, რის შედეგადაც ორი მიმართულება ჩამოყალიბდა: ერთნი ამტკიცებდნენ - საგნის სახელი მისმა ბუნებამ განსაზღვრაო მეორენი ირწმუნებოდნენ - საგნის სახელი ადამიანთა შეთანხმება-გადაწყვეტილების, ადამიანთა ნება-სურვილის შედეგიაო.

თუ საგანს სახელი მისი ბუნების შესაბამისად დაერქვა, მაშინ როგორ მოხდა, სხვადასხვა ენაში ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა სახელი ჰქვია? - ასე აკრიტიკებდნენ პირველ თეორიას. პასუხი ასეთი იყო: ბერძნული ენის გარდა სხვა ენები სრულფასოვანი ენები ხომ არ არიან, ისინი ბარბაროსთა ენებია და რა ანგარიშგასაწევია მათი მონაცემებიო?

ჩვენ ვხედავთ, რა უსუსურია ეს მოსაზრება.

სამაგიეროდ, ამ თეორიის მომხრენი მეორე თეორიას ასე აკრიტიკებდნენ, თუ საგნის სახელი შედეგია შეთანხმებისა, ადამიანთა ნება-სურვილსა, მაშინ კეთილინებეთ და წარამარა უცვალეთ საგანს სახელი, ხომ შეუძლებელია ესა თუ ის სიტყვა თქვენს ნებაზე შეცვალოთო!

ძველი დროის უდიდესმა მატერიალისტმა დემოკრიტემ საგულისხმო მოსაზრებები გამოთქვა ჩვენთვის საინტერესო საკითხზე. ის ამბობდა: ენაში ხომ უხვადაა ომონიმები და სინონიმები. საგანს რომ თავისი ბუნების მიხედვით ერქვას სახელი, მაშინ როგორ ავხსნათ, რომ ერთი სიტყვა სულ სხვადასხვა საგანს აღნიშნავს (ომონიმი), ანდა ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა სახელი აქვსო (სინონიმები). ამავე დროს, არცთუ ყველა საგანს აქვს სახელიო.

არსებობს მეტყველების წარმოშობის სხვა თეორიებიც, ესენია: წამოძახილების თეორია (შორისდებულთა თეორია), ხმისმიბაძვითი თეორია, „შრომითი წამოძახილების“ თეორია და სხვ.

შორისდებულთა თეორიის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ თავდაპირველი სიტყვები უნებლიე წამოძახილებია, რომლებიც გამოწვეული იყო ველური ადამიანების ძლიერი ტკივილით, შიშით, აღტაცებით ან სხვა ძლიერი განცდით. ესე იგი, ენას სათავე დაედო ინსტიქტური წამოძახილებისაგან. ეს წამოძახილები (შორისდებულები) საფუძველია შემდგომი სიტყვების შესაქმნელად. მაგრამ ეს თეორია თავს ვერ აღწევს ერთ დიდ გაუგებრობას: წამოძახილები მათი გამომწვევი გრძნობების, აფექტების სახელები კი არ არის, არამედ მათ უშუალო გამოხატულებას წარმოადგენენ; ასეთი წამოძახილებიდან საგნების სახელებამდე დიდი მანძილია.

ხმისმიბაძვითი თეორია გვეუბნება, რომ თავდაპირველი სიტყვები ხმისმიბაძვითი სიტყვებია. საგანს დაერქვა სახელი იმის მიხედვით, თუ რა ხმას გამოსცემს იგი, ესე იგი სახელი საგნის ხმის მიბაძვაა. მაგალითად, ერთი ფრინველი „გუგუს“ იძახის და ამიტომ დაერქვა მას „გუგული“, მაშასადამე, სიტყვა „გუგული“ მიბაძვაა ამ სიტყვით გამოხატული ფრინველის ხმისა. ამ თეორიის დამცველი გერმანელი ფილოსოფოსი ლაიბნიცი ამბობდა, რომ „რ“ ბგერა გადმოგვცემს ძლიერ მოძრაობას და იმით გამოწვეულ ხმაურს, „ლ“ გადმოგვცემს უფრო წყნარ, ნარნარ ხმაურს და სხვა.

არც ეს თეორიაა მისაღები. საქმე ისაა, რომ, მართალია, ენებში არსებობს ხმისმიბაძვითი სიტყვები (მაგალითად, ქართულში: „ბაყაყი“, „ყიყინი“, „ჭრიჭინი“, „გუგული“, „ ხვიხვინი“ და სხვა.) მაგრამ ასეთი სიტყვების რიცხვი უაღრესად მცირეა. მეორე მხრივ, განა ყოველი საგანი გამოსცემს რაიმე ხმას? ვთქვათ, კონკრეტული საგნები გამოსცემენ რაიმე ხმას, მაგრამ რა ხმას გამოსცემენ აბსტრაქტული (განყენებული) ცნებები: სიყვარული, შიში, სიცოცხლე და სხვა. ესეც არ იყოს, ხმის მიბაძვით თეორია ვერ გვიპასუხებს კითხვაზე: რატომაა, რომ ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა ენაში სხვადასხვა სახელწოდება აქვს; თუ საგნის მიერ ხმის გამოცემაზეა ლაპარაკი, მაშინ ეს ხმა ყველა ენაში ერთნაირად უნდა იყოს ასახული! ისიც უნდა ითქვას, რომ ხმის მიბაძვისათვის აუცილებელია სამეტყველო აპარატი დიდად განვითარებული იყოს, - პირველყოფილი ადამიანის ჯერ კიდევ განუვითარებელ სამეტყველო ორგანოებს ამის მიღწევა არ შეეძლო.

არსებობდა აგრეთვე „შრომითი წამოძახილების“ თეორია, რომელიც წარმოიშვა მე-19 საუკუნეში. ენა აღმოცენდა წამოძახილებისაგან, რომლებიც თან ახლდა კოლექტიურ შრომას, შრომის პირობებისო, გვეუბნებიან ამ თეორიის მესვეურნი. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ეს „შრომითი წამოძახილები“ მხოლოდ და მხოლოდ შრომის ორგანიზაციის საშუალებაა, ისინი კი არ აღნიშნავენ რაიმეს, არამედ წარმოადგენენ გარეგნულ ტექნიკურ საშუალებას კოლექტიური შრომის დროს.

თავისი შეხედულება ჰქონდა ენის წარმოშობის თაობაზე ნიკო მარს. ის ფიქრობდა, რომ თავდაპირველად არსებობდა ხელის ენა, რომელსაც ეხმარებოდა ჟესტ-მიმიკა, ესე იგი პირველყოფილი ადამიანი ხელისა და სახის კუნთების მოძრაობის საშუალებით „ლაპარაკობდა“. ბგერითი ენა, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვიყენებთ, შემდეგ გამომუშავდაო. ამასთანავე, მარის აზრით, ბგერითი ენის დანიშნულება ჩანასახში ურთიერთგაგებინების საშუალება არ იყო; ბგერითი წამოძახილები იმთავითვე მისნების წრეში წარმოიქმნა და მათი დანიშნულება იყო ხელი შეეწყოთ კოლექტიური შრომითი პროცესებისათვის, საურთიერთო საშუალებად ისევ ხელის ენა იყო გამოყენებული.

ეს თვალსაზრისიც დაუსაბუთებელია. შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ათეული ათასი წლების განმავლობაში კაცობრიობას გამოეყენებინა მხოლოდ ჟესტების ენა. სხვას რომ თავი დავანებოთ, განა სიბნელეში ან შორ მანძილზე ასეთი „ენა“ თავის დანიშნულებას შეასრულებდა? გარდა ამისა მცდარია შეხედულება, თითქოს ბგერითი ენა თავდაპირველად არ იყო ურთიერთობის საშუალება. ჩვენ ვიცით, რომ ენა ადამიანთა ურთიერთგაგებინების იარაღია და ესაა ენის არსებითი ფუნქცია...

წყარო

შოთა ძიძიგური, სიტყვის ცხოვრება

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები