ენკოპრეზი არაორგანული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენკოპრეზი, არაორგანული (F98.1), (encopresis, nonorganic), ნორმალური ან პრაქტიკულად ნორმალური კონსისტენციის განავლით განგებ ან უნებლიეთ დეფეკაცია იმ ადგილებში, რომლებიც ამისათვის გათვალისწინებული არ არის (სოციოკულტურული გარემოს თვალსაზრისით).

ეს აშლილობა შესაძლოა ბავშვის განვითარების ანომალიურად გაწელილ ნორმალურ ეტაპად ჩაითვალოს, რომლის განმავლობაშიც გამოხატულია: განავლის შეუკავებლობა; კუჭის მოქმედების ფუნქციაზე კონტროლის ფორმირების შემდეგ, დეფეკაციის შეუკავებლობა; დეფეკაცია შეუფერებელ ადგილებში მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი კუჭის მოქმედებას აკონტროლებს. ეს მდგომარეობა შესაძლოა მონოსიმპტომური აშლილობა იყოს ან სხვა, კერძოდ, ემოციური ან ქცევითი აშლილობის ნაწილს წარმოადგენდეს.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები