ეპისკოპოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:10, 19 ნოემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპისკოპოსი - (ბერძ. სიტყვა-სიტყვით, ზემოდან ცქერა) მეთვალყურე, მოციქულთა მემკვიდრე, რომელსაც მიენიჭა ხელდასხმის საიდუმლოს სისრულე (არსით ეპისკოპოსი არის სამღვდელო იერარქიის უმაღლესი საფეხური.) ეპისკოპოსი ეწოდება ეპარქიის მეთაურს ან მის თანაშემწე მღვდელმთავარს.

ყოველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მართავს თავის ეპარქიას, ანუ ეკლესიებს, რომლებიც განთავსებულია განსაზღვრულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე. როგორც წესი, ეპისკოპოსის ტიტული განპირობებულია თავისი ეპარქიის მთავარი ქალაქის სახელით.

არცერთი ეპისკოპოსი არ ითვლება შეუმცდარად, არ ცერთ მათგანს არა აქვს ძალაუფლება საკუთარი ეპარქიის გარეთ. თითოეული მათგანი არის ქრისტესა და მისი ეკლესიის მსახური.

VI საუკუნის დასაწყისიდან მართლმადიდებელი ეკლესია ეპისკოპატისათვის ადგენს ნორმას, რომლის შესაბამისად, ეპისკოპოსი არ უნდა იმყოფებოდეს ქორწინებაში. როგორც წესი, ისინი მონაზვნობის პირველ ხარისხში მაინც არიან აღკვეცილნი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები