ერეშქიგალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერეშქიგალი(შუამდ.) „დიდი მიწის ქალბატონი“, შუმერული წარმომავლობის ქვესკნელის ანუ მკვდართა სამეფოს ქალბატონი, რომელიც ნერგალთან ერთად განაგებს მთელ ქვეყნიერთა ბედს სიკვდილის შემდეგ. ერეშქიგალს ჰყავს ვაზირი, ანუ მაცნე ნამთარი, ვისი საშუალებითაც უკავშირდება ზესკნელს. თუმცა ერეშქიგალი ბნელეთის მკვიდრია, ვითარცა მისი დედოფალი, იგი დახასიათებულია ეპითეტებით „ბრწყინვალე“, „წმინდა“; ზის ლაჟვარდის ქვის სასახლეში და შვიდი ანუნაქის თანდასწრებით სჯის მკვდართა სამართალს. სამზეოდან ჩამოსულს ერეშქიგალი „თვალს ჰკიდებს, თვალს სიკვდილისას, სიტყვას ეტყვის, სიტყვას რისხვისას...“ შუმერული ტექსტების მიხედვით ერეშქიგალი ინანას უფროსი და არის, რომლის მიმართ იგი მტრულადაა განწყობილი, იხსენიება მისი შვილი ნინაზუ („მკურნალობის უფალი“).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები