ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(აღწერილობა)
ხაზი 6: ხაზი 6:
  
 
===აღწერილობა===
 
===აღწერილობა===
წმინდა ესტატეს ტაძარი კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს. თარიღდება XIII საუკუნის I ნახევრით. XIX საუკუნის II ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს: აღადგინეს ოთხივე ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამხრ. [[პორტალი (არქიტექტურა)|პორტალი]], ლავგარდნის ნაწილი (უჩუქურთმოდ). 1951 წ. ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო, საწარმო სახელოსნომ. აღდგენილ იქნა [[გუმბათი]].  
+
წმინდა ესტატეს ტაძარი კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს. თარიღდება XIII საუკუნის I ნახევრით. XIX საუკუნის II ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს: აღადგინეს ოთხივე [[ფასადი]]ს მნიშვნელოვანი ნაწილი, სამხრ. [[პორტალი (არქიტექტურა)|პორტალი]], ლავგარდნის ნაწილი (უჩუქურთმოდ). 1951 წ. ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო, საწარმო სახელოსნომ. აღდგენილ იქნა [[გუმბათი]].  
  
 
==== წმინდა ესტატეს ტაძარი ====  
 
==== წმინდა ესტატეს ტაძარი ====  

17:26, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსი - ტაძარი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერთაწმინდის ცენტრში.

კომპლექსში შედის: ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, სამონასტრო და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები. სახელწოდება „ერთაწმინდა“ დაკავშირებულია წმინდა ესტატეს სახელთან. „ესტატე წმინდა“ დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა „ერთაწმინდად“. სოფლის ძველი სახელწოდებაც V ესტაწმინდათ XVIIს. დამდეგისათვის სოფელი და ტაძარიც თარხნიშვილთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა.

ერთაწმინდის ტაძარში სააკაძეების საძვალეა. აქაა დამარხული გიორგი სააკაძის ვაჟის პაატას მოკვეთილი თავი. იქვე ეგვტერში დაკრძალულია მწერალი სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილი (ერთაწმინდელი, 1890-1944 წწ).

სარჩევი

აღწერილობა

წმინდა ესტატეს ტაძარი კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს. თარიღდება XIII საუკუნის I ნახევრით. XIX საუკუნის II ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს: აღადგინეს ოთხივე ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამხრ. პორტალი, ლავგარდნის ნაწილი (უჩუქურთმოდ). 1951 წ. ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო, საწარმო სახელოსნომ. აღდგენილ იქნა გუმბათი.

წმინდა ესტატეს ტაძარი

ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (22,2X14,3 მ), ნაშენია კარგად გათლილი მოყვითალო ფერის ქვით დაზიანებულია: ბევრგან ჩამონგრეულია სარკმლებისა და პორტალების მოჩუქურთმებული საპირეებისა და ლილვების ნაწილები, თითქმის მთლიანად დანგრეულია დასავლეთ კარიბჭე ტაძარს სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთოდან გარედან სამივე კარი სწორკუთხაა, შიგნიდან დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელებს დიდი და ღრმა ყრუ ლუნეტები აქვს ძირითადი ჯვრის მკლავები კუთხის ნაწილებთან შედარებით რამდენადმე ამაღლებულია. გარედან გუმბათის კვადრატის საფუძველი მკლავების ფრონტონების წვეროთა დონეზეა. კომპოზიცია დასრულებულია გუმბათით, რომელიც თავდაპირველად მნიშვნელოვნად ვიწრო და მაღალი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ახლანდელი გუმბათია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხორციელდება აფრებით. გადამხურავ კონსტრუქციებს ტაძარში საყრდენი თაღებით შემაგრებული ცილინდრული კამარა და სფერული კონქი წარმოადგენს. ზოგი თაღი შეისრულია, გუმბათი აღმოსავლეთით საკურთხევლის ბემის კედელთან შერწყმულ ბურჯებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ ბოძს, ჩრდილოეთი და სამხრეთო მკლავები მცირე სიღრმისაა. საკურთხეველი და გვერდის ოთახები ერთი საფეხურით შემაღლებულია. საკურთხევლის აფსიდს ღრმა ბემა ერწყმის. ამიტომ ორ სართულად განლაგებული კუთხის სათავსები წაგრძელებული ფორმისაა. აღმოსავლეთით მათ აფსიდები აქვთ, საკურთხევლის აფსიდში მოჩუქურთმებული საპირით შემკული ნიშია. დას. მკლავი კუთხის მონაკვეთებთან დაკავშირებულია ოდნავ შეისრული თაღებით, რომლებიც პილასტრებსა და რთულპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა.

მრავალპროფილიანია პილასტრების ბაზისებიც. დასავლეთ მკლავში თავისებური პატრონიკეა, რომელში მოხვედრა დასავლეთ კედლის სარკმელში გაკეთებული ხვრელობით შეიძლება. ტაძარს ბევრი სარკმელი აქვს. ისინი თითქმის ყველა თაღოვანია, აღმოსავლეთით მდებარე სარკმლები ორ რეგისტრადაა განლაგებული. ქვედა რეგისტრის სარკმლები თანაბარი სიმაღლისა და ერთ დონეზე განლაგებულ ნიშებშია გაჭრილი, ზედა რეგისტრში მცირე ზომის შეწყვილებული სარკმლებია. შეწყვილებული სარკმლები სამ დანარჩენ მკლავშიც არის. სამხრეთით და ჩრდილოეთით შედარებით მცირე ზომის სარკმლებს ქვედა წყვილიც ემატება. ამის გარდა, თაღოვანი და მრგვალი სარკმლები დატანებულია აღმოსავლეთ კუთხის სათავსში და მკლავებშორის, ბემის კედლებთან. ორი მრგვალი მცირე ზომის სარკმელი აღმოსავლეთით კონქში გაჭრილ გასასვლელსაც აქვს, ჩრდილოეთი კედლის მონაკვეთში გაჭრილი თაღოვანი სარკმელი გვიანდელია. თავდაპირველად გუმბათის ყელში თორმეტი სარკმელი ყოფილა, ახლა რვაა.

ინტერიერში კედლების დიდი ნაწილი შელესილია. ტაძრის ჩრდილოეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელზე გაიხსნა (1960-70 წწ) მოხატულობის სამი რეგისტრი. მხატვრობა შესრულებულია არა უადრეს XVII საუკუნისა. ზედა რეგისტრში გამოსახულია ნადირობიდან დაბრუნებული წმინდა ესტატე, რომელიც თავის ცოლს უმჟღავნებს სასწაულის ამბავს. აქვეა მათი ორი შვილი ისინი სუფრასთან სხედან. მეორე რეგისტრში წმინდა ესტატე თავისი ოჯახით მღვდელმთავრის წინაშე დგას. მესამე რეგისტრის კომპოზიცია საზეიმო ხასიათისაა. სადა ფონზე გამოსახულია ფრონტალურად მდგომი ოთხი წმინდანი, ეს რეგისტრი მთავრდება ორნამენტული ზოლით (ფარდის იმიტაცია). მხატვრობა ხასიათდება წერის მშრალი, სქემატური მანერით. მომწვანო ფერის სარჩულზე ორ ფენად დატანილ თეთრას გაღიაფერებას მკვეთრად უპირისპირდება მუქი ყავისფერი ზოლი (ჩრდილი), კონტურები მეტწილად შავია. მხატვრობის კოლორიტში გაბატონებულია მუქი და მღვრიე ფერები (მონაცრისფრო-თეთრი, ლურჯი, ყვითელი, ყავისფერი, შავი). შარავანდებისათვის გამოყენებულია ოქრო.

ტაძრის ფასადები მდიდრულადაა მორთული. დეკორი XIII ს. I ნახევრით თარიღდება. მოჩუქურთმებულია კარ-სარკმელთა საპირეები და ლავგარდანი. ოთხივე ფასადზე შეწყვილებული სარკმლების კომპოზიციაა, შუაში ჯვრით ყველაზე საზეიმოდ და გულმოდგინედაა შემკული აღმოსავლეთის ფასადი. მისი სიბრტყე სამნაწილიანია. ცენტრ. ამოზიდულ, ფრონტონით დასრულებულ მონაკვეთს გვერდის ფრთები ერწყმის. ცენტრალური არე გვერდის მონაკვეთებისაგან მაღალი მდიდრულად მორთული ნიშებით არის გამოყოფილი. ფასადის ცენტრალურ ღერძზე, საპირეებით შემკულ შეწყვილებულ სარკმლებს შორის, ჩასმულია დეკორატიული ჯვარი, რომელიც ქვედა მკლავის დამასრულებელი როზეტით უშუალოდ ერწყმის დიდი, ცენტრალური, სარკმლის საპირეს. სარკმელი თავისი მორთულობით ლილვებით შედგენილ ღეროზეა შეყენებული. ტაძრის კედლებს (გარდა დასავლეთის ფასადისა) შემოვლებული აქვს ჰორიზონტალური დეკორატიული სარტყელი-ფრიზი, რომელიც წიბოებზე აყოლებულ დეკორატიულ ლილვებთან ერთად ერთ მთლიან მხატვრულ სახეს ქმნის. უხვი დეკორით გამოირჩევა პორტალები და აღმოსავლეთი ფასადის ნიშების სარკმლები. ტაძრის ფასადების დეკორი მრავალსახიანია როგორც ხასიათით, ისე შესრულების მანერით. შეიმჩნევა რამდენიმე ოსტატის ხელი. დახვეწილი გემოვნებით შესრულებული ნახატის გვერდით ხელოსნური ნამუშევარიცაა. გვხვდება წრეების, წრე-რომბების, ოთხყურების, კალათისებრი წნულისა და მათში ჩართული ფოთლოვანი ორნამენტის კომპოზიციების მრავალგვარი ვარიანტი. თავისი ხუროთმოძღვრებითა და მორთულობით ტაძარი ენათესავება XII-XIII საუკუნეების მიჯნის, XIII საუკუნის I ნახევრის ძეგლებს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წულრუღაშენი, ახტალა, მაღალაანთ ეკლესია, გუდარესი, დმანისის სიონი).

გალავანი

გალავანი განვით. ფეოდალური ხანის გვიანდელ პერიოდს განეკუთვნება. ნაგები ყოფილა ძირითადად ბრტყელი ნატეხი ქვით, ჰქონია შვიდი კოშკი. დასავლეთით შემორჩენილია ორი კოშკის ნაშთი. სამხრეთის კოშკი კი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ადრე გალავანი იმდენად მაღალი ყოფილა, რომ მხოლოდ ტაძრის გუმბათიღა მოჩანდა. შემონახულია სათოფურებიც – მცირე ზომის ოთხკუთხა ხვრელობები. სამხრეთი კედლის გასწვრივ რამდენიმე შენობის კვალი ჩანს (სამონასტრო და სამეურნეო შენობები).

სამრეკლო

სამრეკლო გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია ჩართული, თავდაპირველი სახით არ არის შემორჩენილი. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, იგი რამდენიმე ათეული წლის წინათ დაუნგრევიათ, რადგან ძველ სამრეკლოში ახალი ზარი ვერ ჩატეულა, და ძველის ადგილზე ანალოგიური ფორმის, ოღონდ უფრო ფართო, ორსართულიანი სამრეკლო აუგიათ, ამჟამად სამრეკლოს პირველი სართული თითქმის მთლიანად დაფარულია მასზე მიდგმული გვიანდელი შენობებით. სამრეკლოს ზედა სართული მრგვალია. მას ოთხი თაღოვანი ხვრელობი აქვს. თაღის ქუსლებს ზემოთ კედელი აგურისაა. თაღების შეერთების ადგილზე გამოყვანილია ბრტყელი აფრები. ამგვარად შექმნილ წრეს ეყრდნობა გუმბათის აგურის სფერული კამარა. ლავგარდანი შედგენილია ოდნავ შვერილი ქვების ერთი მწკრივისაგან. კონუსისებრი სახურავი დაფარულია დუღაბით.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები