ეროვნული პარტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 23: ხაზი 23:
 
[[კატეგორია:საქართველოს პოლიტიკური პარტიები‏‎]]
 
[[კატეგორია:საქართველოს პოლიტიკური პარტიები‏‎]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური პარტიები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური პარტიები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
 +
[[კატეგორია:ეროვნული პარტია]]

16:01, 28 მაისი 2019-ის ვერსია

ეროვნული პარტია - შეიქმნა 1918 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულ საბჭოში შემავალი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფრაქცია გაიყო და გაითიშა პარტიის მთავარი კომიტეტიც. ახალი ორგანიზაციის - დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატების ბირთვი შეადგინეს: გრიგოლ ვეშაპელმა, რევაზ გაბაშვილმა, დავით ვაჩნაძემ, მიხეილ მაჩაბელმა, ვასილ წერეთელმა, შალვა ქარუმიძემ, დიმიტრი ჯავახიშვილმა და სხვ., რომლებიც გაზეთ „კლდის“ (ასევე გამოდიოდა „სალი კლდის“, „პიტალო კლდისა“ და „ნაციონალისტის“ სახელწოდებით) ირგვლივ დაჯგუფდნენ.

ახალი პარტიის ლიდერის, გრ. ვეშაპელის თანახმად, ედპ-ში იმთავითვე არსებობდა ორი მიმართულება: ერთი მთავარ ყურადღებას აქცევდა სოფლის, მიწის მესაკუთრეთა „აგრარულ“ ინტერესებს, ხოლო მეორე გამოხატავდა ქალაქის, „ბურჟუაზიულ“ მისწრაფებებს. „პროგრამისა და ტაქტიკის სხვადასხვაობამ გვაიძულა ჩვენ გამოვყოფოდით და ცალკე პარტიული ორგანიზაცია დაგვეარსებია“.

1918 წლის ნოემბერში დაფუძნდა დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატთა თბილისის ორგანიზაცია. საქალაქო კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ვ. ციციშვილი, მ. იშხნელი, გ. მამრაძე, გ. ჩხეიძე და რ. ნიჟარაძე. პირველადი ორგანიზაციები ჩამოყალიბდა ქუთაისში, ზესტაფონში, გორში და სხვ. დამოუკიდებელმა ნაციონალ-დემოკრატებმა ამის შემდეგ თავს ეროვნული პარტია უწოდეს და დაიწყეს სამზადისი დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობისათვის. 1919 წლის თებერვალში ეროვნული პარტიის საარჩევნო სიამ (№ 8) მხოლოდ 1532 ხმა მიიღო, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად. დამფუძნებელი კრების პირველი დამატებითი არჩევნების შედეგად (1919 წლის აგვისტო) დეპუტატი გახდა გრიგოლ ვეშაპელი, ხოლო მეორე დამატებითი არჩევნებით - შალვა ქარუმიძე.

1920 წლის ივნისში ეროვნული პარტიის მთავარმა კომიტეტმა შეადგინა და გამოაქვეყნა პარტიის პროგრამის პროექტი. 1920 წლის 23-24 ოქტომბერს თბილისში მოწვეულ იქნა ეროვნული პარტიის პირველი კონფერენცია. კონფერენციამ დაამტკიცა პარტიის პროგრამა და აირჩია პარტიის მთავარი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: გრიგოლ ვეშაპელი, რევაზ გაბაშვილი, დავით ვაჩნაძე, მიხეილ მაჩაბელი, ვასილ წერეთელი, შალვა ქარუმიძე, დიმიტრი ჯავახიშვილი, მიხეილ იშხნელი, გიორგი წინამძღვრიშვილი, სარგის კაკაბაძე, გიორგი ლეონიძე (თბილისის სამაზრო ორგანიზაციის თავმჯდომარე), კონსტანტინე კაპანელი (ქუთაისის სამაზრო ორგანიზაციის თავმჯდომარე), ნიკო ლორთქიფანიძე და სხვ.

კონფერენციის მინდობილობით, მთავარმა კომიტეტმა სახელი შეუცვალა პარტიას და მას „მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია“ უწოდა. პარტიის ცენტრალურ ორგანოდ გაზეთი „მიწა“ გამოცხადდა (რედაქტორი გრ. ვეშაპელი). მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია ატარებდა „ეროვნულ და სოფლურ პოლიტიკას“, მიზნად ისახავდა მშრომელი გლეხობის სამსახურს და საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის ბრძოლას. მისი ლოზუნგი იყო „საქართველო ჯერ ქართველებისათვის“.

1920 წლიდან შეინიშნება მემარჯვენე ძალების კონსოლიდაციის პროცესი. 1920 წლის 8 დეკემბერს მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტიის მთავარი კომიტეტი ყველა არასოციალისტური პარტიის გაერთიანების წინადადებით გამოვიდა. იდეა მისაღები აღმოჩნდა ეროვნულ-დემოკრატებისათვისაც. კონფერენცია 1921 წლის 23-27 იანვარს თბილისში გაიმართა, სადაც რეზოლუციით ერთხმად დადასტურდა არასოციალისტურ პარტიათა გაერთიანების ფაქტი. ახლად გაერთიანებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას ეწოდა „საქართველოს დემოკრატიული პარტია (გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული, მიწის მესაკუთრეთა ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული პარტიები და უპარტიოთა კავშირი)“. კონფერენციამ მიიღო პარტიის ახალი პროგრამა და აირჩია მთავარი კომიტეტი. გაერთიანებული პარტიის თავმჯდომარედ სპირიდონ კედია აირჩიეს.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • მ. მაცაბერიძე, საქართველოს მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია, კრებულში - საქართველოს პოლიტიკური პარტიების პროგრამები. 1906-1921, თბ., 2008;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002;

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები