ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:14, 14 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი - დამოკიდებული და ჩაგრული ხალხის და ქვეყნების ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვებას, აღდგენას ან დაცვას სამხედრო საშუალებების გამოყენებით. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხისტი და რადიკალური ფორმა.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი შეიძლება იყოს:

მიზანი მხარდაჭერას პოულობს ხალხის მასებში, რაც განსაზღვრავს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის, საერთო-ეროვნულ ხასიათს.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომს დასაწყისში აქვს საბრძოლო მოქმედებების კეროვანი ხასიათი, რომელსაც პარტიზანული მეთოდებით ეწევიან დიდ ტერიტორიებზე ფრონტის მთლიანი ხაზის არარსებობის დროს; შემდეგ ხდება ნახევრად რეგულარული ან რეგულარული ტიპის არმიის ფორმირება, მისი ორგანიზაციის სრულყოფა, შეიარაღებული ძალების აღჭურვა თანამედროვე იარაღით და სამხედრო ტექნიკით. ეს საშუალებას იძლევა, გავრცელდეს საომარი მოქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის დიდ ნაწილზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები