ესკადრონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:54, 18 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ესკადრონი - (ფრანგული escadron - გუნდი),
კავალერიის ტაქტიკური ქვედანაყოფი
XX საუკუნის შუა წლებამდე მრავალი ქვეყნის რეგულარული კავალერიის ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფი. XVI საუკუნეში ესკადრონი ეწოდებოდა საბრძოლველად დაწყობილ, 15-20 მწკრივისგან (400-მდე მხედარი) შემდგარ ცხენოსნების კვადრატულ კოლონას.
სატანკო და სადაზვერვო ქვედანაყოფი
ზოგიერთი ქვეყნის სატანკო და სადაზვერვო ქვედანაყოფი (მაგალითად, საფრანგეთი).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017