ესქილე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესქილე - (ძვ. წ. 525 - ძვ. წ.456/5) ძველი ბერძენი დრამატურგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ესქლე დაიბადა ძვ. წ. 525 წელს ათენის მახლობლად ელევსინში. ბერძენს-სპარსელთა ომების დროს მან მონაწილეობა მიიღო მარათონის, სალამინისა და პლატეის ბრძოლებში.

ესქილეს, როგორც პოეტს პირველი გამარჯვება ძვ. წ. 484 წელს ხვდა წილად.

470 წელს მეფე პიერონმა ესქილე სირაკუზში მიიწვია. აქ იგი წერს დრამას - "ეტნელნი", რომელიც პიერონის მიერ დაარსებული ქალაქ ეტნის სადიდებლად შეიქმნა.

ძვ. წ. 472 - 468 წლებში ესქილე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, კვლავ მიემგზავრება სირაკუზში. იგი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი იყო და იცავდა ძველი არისტოკრატიული დაწესებულების არეოპაგის ინტერესებს - ეწინააღმდეგებოდა მისი უფლებების შეზღუდვას დემოკრატიულ წრეების მხრიდან.

ესქილე გარდაიცვალა სიცილიაში, ქალაქ გელის მახლობლად ძვ. წ. 456/5 წელს. პოეტს გელელებმა ძეგლი დაუდგეს და ზედ წააწერეს "აქ განისვენებს ესქილე, ძე ევფორიონისა და სიამაყე გელისა. თუ როგორი იყო მისი სივაჟკაცე, ამაზე დეე გიამბონ მარათონმა და გრძელთმიანმა მიდიელებმა, რომლებმაც ეს სივაჟკაცე კარგად გაიცნეს".

ტრაგედიები

დღეისათვის ცნობილია ესქილეს 79 ტრაგედიის დასახელება, აქედან სრული სახით ჩვენამდე მოაღწია შვიდმა. ესენია:

  • "სპარსელები";
  • "მიჯაჭვული პრომეთე";
  • "შვიდნი თებეს წინააღმდეგ",
  • "მავედრებელი ქალები";
  • "აგამემნონი";
  • "ქოეფორები";
  • "ევმენიდები

ესქილეს ტრაგედიები თავისი კომპოზიციით და არქიტექტონიკით ერთნაირი არ არის. მის ტრაგედიებში ვხვდებით ტრაგედიის განვითარების იმ ეტაპს, როდესაც ტრაგედია ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ლირიკის წიაღიდან.

მავედრებელი ქალები

ესქილეს ამ ტრაგედიას საფუძვლად დაედო არგოსის მითი. "მავედრებელი ქალები" ასახავს ტრაგედიის განვითარების იმ ეტაპს, როდესაც საგუნდო პარტიები ტრაგედიის მთავარ ნაწილს შეადგენდა. ტრაგედიაში 1078 ტაეპიდან 650 დანაიდების გუნდის სიმღერაა.

ორესტეა

ესქილეს სამი ტრაგედია "აგამემნონი, ქოეფორები" და "ევმენიდები" წარმოადგენს ერთ ტრილოგიას სახელწოდებით - "ორესტეა". "ორესტეა" ერთადერთი ბერძნული ტრილოგიაა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

სპარსელები

ესქილეს ტრაგედია "სპარსელები" ჩვენამდე მოღწეული ბერძნული ტრაგედიებიდან ერთადერთია, რომელსაც საფუძვლად ისტორიული სიუჟეტი უდევს და არა მითოლოგიური.

შვიდთა ლაშქრობა თებეს წინააღმდეგ

ესქილეს ტრაგედიაში "შვიდთა ლაშქრობა თებეს წინააღმდეგ" მოთხრობილია თებეს წინააღმდეგ არგოსელთა ლაშქრობის შესახებ. პოლინიკე, რომელიც ძმას ეცილება სამეფო ტახტს, თავისი სამშობლოს წინააღმდეგ საბრძოლველად უცხო ქვეყნის ჯარს მოუძღვება. ბრძოლა არსგოსელების მარცხით სრულდება, თუმცა ბრძოლის ველზე ორივე ძმა იღუპება.

მიჯაჭვული პრომეთე

ესქილეს როლო

მეტად მნიშვნელოვანია ესქილეს დამსახურება ბერძნული ტრაგედიის განვითარების საქმეში:

ესქილემ ტრაგედიაში პირველმა შემოიყვანა ორი მსახიობი.

ესქილემ ჩამოაყალიბა მტკიცე ტეტრალოგიური სისტემა, რომლის ნაწილები მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული.

წყარო

  • ყაუხჩიშვილი, სიმონ, ანტიკური ლიტერატურის ისტორია.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები