ესქილე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესქილე

ესქილე - (ძვ. წ. 525 - ძვ. წ.456/5) ძველი ბერძენი დრამატურგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ესქლე დაიბადა ძვ. წ. 525 წელს ათენის მახლობლად ელევსინში. ბერძენ-სსპარსელთა ომების დროს მან მონაწილეობა მიიღო მარათონის, სალამინისა და პლატეის ბრძოლებში.

ესქილეს, როგორც პოეტს პირველი გამარჯვება ძვ. წ. 484 წელს ხვდა წილად.

470 წელს მეფე პიერონმა ესქილე სირაკუზში მიიწვია. აქ იგი წერს დრამას - "ეტნელნი", რომელიც პიერონის მიერ დაარსებული ქალაქ ეტნის სადიდებლად შეიქმნა.

ძვ. წ. 472 - 468 წლებში ესქილე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, კვლავ მიემგზავრება სირაკუზში. იგი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი იყო და იცავდა ძველი არისტოკრატიული დაწესებულების არეოპაგის ინტერესებს - ეწინააღმდეგებოდა მისი უფლებების შეზღუდვას დემოკრატიულ წრეების მხრიდან.

ესქილე გარდაიცვალა სიცილიაში, ქალაქ გელის მახლობლად ძვ. წ. 456/5 წელს. პოეტს გელელებმა ძეგლი დაუდგეს და ზედ წააწერეს "აქ განისვენებს ესქილე, ძე ევფორიონისა და სიამაყე გელისა. თუ როგორი იყო მისი სივაჟკაცე, ამაზე დეე გიამბონ მარათონმა და გრძელთმიანმა მიდიელებმა, რომლებმაც ეს სივაჟკაცე კარგად გაიცნეს".

ტრაგედიები

დღეისათვის ცნობილია ესქილეს 79 ტრაგედიის დასახელება, აქედან სრული სახით ჩვენამდე მოაღწია შვიდმა. ესენია:

  1. "სპარსელები";
  2. "მიჯაჭვული პრომეთე";
  3. "შვიდნი თებეს წინააღმდეგ";
  4. "მავედრებელი ქალები";
  5. "აგამემნონი";
  6. "ქოეფორები";
  7. "ევმენიდები.

ესქილეს ტრაგედიები თავისი კომპოზიციით და არქიტექტონიკით ერთნაირი არ არის. ზოგიერთი მათგანი ტრაგედიის განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც ტრაგედია ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ლირიკის წიაღიდან. მაგ."მავედრებელი ქალები".

ორესტეა

ესქილეს სამი ტრაგედია „აგამნონი”, „ქოეფორები" და „ევმენიდები" წარმოადგენს ერთ ტრილოგიას სახელწოდებით - „ორესტეა". "ორესტეა" ბერძნული დრამიდან ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ტრილოგიაა.

ესქილეს ტრაგედიის გმირები

ესქილეს ტრაგედიის გმირები ასახული არიან იმ მთელი სიდიადით, როგორითაც ისინი მითებში იყვნენ წარმოდგენილი, ისინი რეალური ადამიანები კი არ არიან, არამედ მითიური არსებანი. პოეტს მითიური გმირები წარმოედგინა ბუმბერაზებად, ზეადამიანებად, რომელთა მოქმედება ყოველთვის არ თავსდება სინამდვილეში, მოსალოდნელ ამბავთა რკალში. ამიტომაც ამბობს არისტოტელე: არის ტრაგედიის ოთხი სახე... მეოთხეა ფანტასტიკური ტრაგედია, როგორც "ფორკიდები", " პრომეტე" ... (პოეტიკა, თავი XVIII).

ესქილეს როლი დრამატურგიაში

მეტად მნიშვნელოვანია ესქილეს დამსახურება ბერძნული ტრაგედიის განვითარების საქმეში: ესქილემ ტრაგედიაში პირველმა შემოიყვანა ორი მსახიობი.

მან პირველმა შექმნა ნამდვილი ტრაგედია ორი მსახიობის გამოყენებით, გუნდისთვის მიჩენილი ნაწილის შეკვეცით და მთავარი მსახიობის სათქმელის განვითარებით (არისტოტელე, პოეტიკა, თავი IV). მანვე ჩამოაყალიბა მტკიცე ტეტრალოგიური სისტემა, რომლის ნაწილები მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ამავე დროს თავის შემოქმედებაში ესქილემ ასახა ტრაგედიის განვითარების ის საფეხური, როდესაც ტრაგედია ჯერ კიდევ მთლიანად მოწყვეტილი არი იყო თავის საწყისს, საგუნდო სიმღერას: მის ადრინდელ ტრაგედიებში უფრო მეტია ლირიზმი, ვიდრე დრამატიზმი.

გამოცემები ქართულ ენაზე

  • ტრაგედიები / [წინასიტყვ. ესქილეს დრამები-ავტ. და ძვ. ბერძნ. მთარგმნ. გიგლა სარიშვილი; საქ. სსრ მწერ. კავშ. არსებ. მხატვრ. თარგმ. და ლიტ. ურთიერთ. მთ. სარედ. კოლეგია.თბ.: მერანი, 1978.
  • მიჯაჭვული პრომეთე / თარგმნილი ბერძნულიდან ა. ქუთათელაძის მიერ; წინასიტყვ. ავტ.: ს. ყაუხჩიშვილი.
  • ორესტეა. აგამემნონი: [დრამა] / ესქილე; ბერძნ. გ. სარიშვილისა. საბჭოთა ხელოვნება 1972, N5, გვ.95-111
  • ორესტეა: [ტრაგედია ტრილოგიად] / თარგმნა გ. სარიშვილმა. თბ.: ხელოვნება, 1974.
  • მიჯაჭვული პრომეთე; ორესტეა: [რომანები] / ესქილე; მთარგმნ. გიგლა სარიშვილი. თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013.

იხილე აგრეთვე

ესქილეს შვიდი დრამატურგიული ხერხი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები