ექსპერიმენტული ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ექსპერიმენტული ფსიქოლოგია საქართველოში''' - - Experimental Psychology in Georgia - ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია: დიმიტრი უზნაძე]]
 
[[კატეგორია: დიმიტრი უზნაძე]]
 
[[კატეგორია: ფსიქოლოგიის ქართული სკოლა]]
 
[[კატეგორია: ფსიქოლოგიის ქართული სკოლა]]
 +
[[კატეგორია: ფსიქოლოგიის დარგები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]

მიმდინარე ცვლილება 16:57, 7 ნოემბერი 2019 მდგომარეობით

ექსპერიმენტული ფსიქოლოგია საქართველოში - - Experimental Psychology in Georgia - Экспериментальная Психология в Грузии
(ლათ. experio ვცდი → experimentum ცდა, მტკიცებულება)
(ბერძ. psychё სული + logos სწავლება, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში ექსპერიმენტული ფსიქოლოგია. ქართული მეცნიერული ფსიქოლოგია დასაბამიდანვე ექსპერიმენტულ საფუძველზე იდგა. ეს სავსებით ბუნებრივია, რამდენადაც მისი ფუძემდებელი დიმიტრი უზნაძე ვ. ვუნდტის მოწაფე იყო და მსოფლიოს პირველ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში გაიარა მომზადება. ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მსოფლიო ცენტრში − ლაიფციგში განსწავლულმა დ. უზნაძემ თავისი განწყობის თეორია თავიდანვე ექსპერიმენტულ მონაცემებზე დააფუძნა. ექსპერიმენტული კვლევა პირველ ხანებში თბილისის უნივერსიტეტის დ. უზნაძის მიერ დაარსებულ ფსიქოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარეობდა (1918). 1943 წლიდან ფსიქოლოგიური კვლევის (მათ შორის ექსპერიმენტულის) ცენტრი გახდა უზნაძის მიერვე დაარსებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი.

უკვე ადრეული პერიოდის ნაშრომებში გამოჩნდა დ. უზნაძის მიმართულობა პრობლემების ექსპერიმეტული გადაჭრისკენ ორიგინალური მეთოდიკური ხერხებით. ასე იყო ნაკვლევი სახელდების, მნიშვნელობის წვდომის, ცნების შემუშავებისა და სხვა მნიშვნელოვანი და რთული ზოგადფსიქოლოგიური საკითხები. დ. უზნაძემ თავის პირველივე დიდ წიგნს ფსიქოლოგიაში „ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები” უწოდა (1925).

ავტორის ექსპერიმენტატორული სულისკვეთება ყველაზე ნათლად განწყობის ფსიქოლოგიის შექმნის პროცესში გამოჩნდა. მას არ აკმაყოფილებდა წმინდა თეორია და თავისი კონცეფციის ყველა საკვანძო დებულების ცდისეულ შემოწმებას ცდილობდა. ამისთვის თავიდანვე შეიქმნა განწყობის კვლევის ორიგინალური და ფრიად ნაყოფიერი მეთოდი (ფიქსირებული განწყობის მეთოდი), რომლის მრავალი ორიგინალური ვარიაციით ნაკვლევი იყო განწყობის ზოგადფსიქოლოგიური, დიფერენციალურფსიქოლოგიური, ფსიქოპათოლოგიური და სხვა ასპექტები. განწყობის ეფექტების ექსპერიმენტულმა კვლევამ გაამდიდრა ფსიქოლოგიური მეცნიერება სრულიად ახალი ემპირიული მონაცემებით. ამ კვლევაში მონაწილეობდნენ ფსიქოლოგიის ქართული სკოლის რამდენიმე თაობის მეცნიერები. შესანიშნავი ექსპრიმენტატორების სახელი მოიხვეჭეს იოსებ ბჟალავამ, ვლადიმერ გრიგოლავამ, ნინო ელიავამ, შოთა ნადირაშვილმა, რევაზ ნათაძემ, ვლადიმერ ნორაკიძემ, დარეჯან რამიშვილმა, ბარნაბ ხაჭაპურიძემ, ზოსიმე ხოჯავამ, შალვა ჩხარტიშვილმა, გივი ქირიამ და ბევრმა სხვა ქართველმა ფსიქოლოგმა. უკანასკნელ ხანებში ზ. ვახანიამ განწყობის კლასიკური ექსპერიმენტული საფუძვლები განაახლა და დააზუსტა.

ექსპერიმენტული კვლევა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგებში (სოციალური, დიფერენციალური, კლინიკური, განვითარების, რელიგიის, ენის, აზროვნების და ა.შ. ფსიქოლოგია); ზოგად ფსიქოლოგიაში ორიგინალური მეთოდიკების გამოყენებით შესწავლილია აღქმის, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების, ემოციების, მოტივაციის და სხვა პროცესები. ამ გამოკვლევებმა ფართოდ გაუთქვა სახელი ქართულ ფსიქოლოგიას, როგორც გამორჩეული ექსპერიმენტული კულტურის მქონე მეცნიერულ სკოლას.


[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები