ვაზის ნაცრისფერი სიდამპლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნაცრისფერი სიდამპლე (ვაზის დაავადება)“ გადაიტანა გვერდზე „[[ვაზი...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვაზის ნაცრისფერი სიდამპლე“ გადაიტანა გვერდზე „[[ნაცრისფერი სიდ...)

15:30, 23 აგვისტო 2019-ის ვერსია

ვაზის ნაცრისფერი სიდამპლის ტიპური ფორმა


ვაზი ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლით თითქმის ყველა სტადიაში ავადდება. ყურძნისთვის საშიშია, როდესაც მტევანი ავადდება.


ნაცრისფერ სიდამპლეს ყველაზე დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ყურძნის სიმწიფის პერიოდში. მარცვალზე ჩნდება ყავისფერი ლაქები, რომლებიც შემდეგში მთელ მარცვალს ედება და იფარება ღია ყავისფერი ფიფქით. დაავადების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა მაღალი ტენი, მის განვითარებას ხელს უწყობს, აგრეთვე, სეტყვა, ყურძნის ჭია, ნაცარი, ჭრაქი და სხვა.

ვაზის ნაცრისფერი სიდამპლის არატიპური ფორმა

ნაცრისფერი სიდამპლის განვითარება იწყება ყვავილობის ფაზაში, შემდეგ გადადის ფარულ მდგომარეობაში, იგი რჩება ყურძნის მარცვლის შიგნით და შემდეგ თავს იჩენს ყურძნის სიმწიფეში შესვლიდან, როცა მისი განვითარებისა და გამრავლებისთვის შესაფერისი პირობებია. ზოგჯერ პირველი დაზიანება ყურძნის სიმწიფის დაწყების პერიოდში ხდება.


მკურნალობა


პირველი წამლობა ტარდება ყვავილობის წინ სისტემური ფუნგიციდით, ხოლო მეორე წამლობა – შეთვალებისას ან სიმწიფის დაწყებისას სისტემური ფუნგიციდებით კანტურსი, სვიტჩი, ხორუსი და ა.შ.



წყარო

ჟურნალი „აგრო ბაზისი“; 2016, №5. სტატია: „ვაზის აგროტექნიკური ღონისძიებები და მისი ძირითადი დაავადება-მავნებლები“; ავტორი: ვერა შინჯიკაშვილი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები