ვაზის ფოთლების მუხლთშორისების დამოკლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 23 აგვისტო 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაზის ფოთლების მუხლთშორისების დამოკლება

ვაზის ფოთლების მუხლთშორისების დამოკლება - (მარაოსებრი გადაგვარება) - ყველაზე მეტად გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. მისი ძირითადი სიმპტომია მუხლთშორისების დამოკლება და ფოთლების გადაგვარება. ფოთლები მარაოსავითაა გაშლილი, დეფორმირებული, ზევით მიმართული, გოფრირებული. აშკარად შეინიშნება ჩვეულებრივი და გაყვითლებული ქლოროზები, მოზაიკური და მსხვილლაქიანი კანტები. ძარღვებიც გამოკვეთილია რგოლური და ხაზობრივი ლაქებით. დასენიანებული მცენარე ზრდაში ჩამორჩება, უვითარდება მცირე რაოდენობის, მომცრო ზომის მტევნები, რაც, თავისთავად, მოსავლიანობის მკვეთრ შემცირებას განაპირობებს. დაავადებული მცენარის მტევნები შედარებით გვიან მწიფდება. ზოგიერთი ჯიშისთვის დანაკარგები ზოგჯერ 80%-ს შეადგენს.

დაავადების ძირითადი გადამტანია ნიადაგში მცხოვრები ნემატოდები. დაავადების გამომწვევი აინფიცირებს ვაზის ყველა სახეობას.



წყარო

ვაზის მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები