ვაზის ქეჩიანი ტკიპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:12, 23 აგვისტო 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაზის დაზიანებული ფოთოლი

ვაზის ქეჩიანი (მეგალე) ტკიპა - საქართველოს მევენახეობის ყველა რაიონშია გავრცელებული. მწერი მცირე ზომისაა. ძირითადად ვაზის კვირტებში, ქერცლის ქვეშ ზამთრობს. მეზამთრეობიდან გამოსვლა კვირტის გაშლის ფაზას ემთხვევა. ამ დროს ის თავსდება ნორჩ ფოთლებზე და იწყებს მათ დაზიანებას. კვების შედეგად ფოთლის ზედა მხრიდან ჩნდება ამონაბურცები, ხოლო ქვედა მხარეს-შეღუნულ ადგილებში ქეჩის მსგავსი ერთმანეთში გადახლართული ბეწვები. მასობრივი გამრავლების პერიოდში ისინი აზიანებენ კვირტებსაც, რის შედეგადაც კვირტი იღუპეპა, ყლორტები კი სუსტად ვითარდება. გვალვის შემთხვევაში ძლიერ დაზიანებული ფოთლები ხმება და ცვივა. ზაფხულის დასაწყისში ქეჩის მსგავსი ლაქები პირველად ღია ყვითელი, მოთეთრო ფერისაა, ხოლო შემდეგ მურა ფერს იღებს. ტკიპები ფოთლის ქვედა მხარეს, გალებში ცხოვრობენ, ვითარდებიან და წელიწადში 6-7 თაობას იძლევიან.



წყარო

ვაზის მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები