ვაიგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაიგ-ი / ვაიუგ-ი (ოს. Уæйыг / Уæйуг – „დევი“) — ოსური ნართული ეპოსისა და ჯადოსნური ზღაპრების პოპულარული დემონური პერსონაჟი.

ვაიგები (уæйгуытæ) არცთუ იშვიათად ცალთვალა, შვიდთავიანი (ზოგჯერ ასთავიანი) გიგანტური ზომისა და დიდი ძალ-ღონის მქონე გოლიათები არიან. თქმულების მიხედვით, ისინი ღმერთმა ნართებზე ადრე შექმნა. როგორც წესი, ვაიგები ადამიანებთან მტრულ დამოკიდებულებაში არიან, მაგრამ გვხვდებიან კეთილი გოლიათებიც, რომლებიც ზღაპრებისა და ეპოსის გმირების აღმზრდელებად გვევლინებიან. გმირები მათ ჭკუითა და მოხერხებით ამარცხებენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ოსები ვაიგებზე ისე ყვებიან, როგორც ცოცხალ არსებებზე. სამხერთ ოსური მასალების მიხედვით, ადამიანის მსგავს ვაიგს მოსხმული აქვს შავი ნაბადი. იგი სახლდება ოჯახში და იქაურობას მოსვენებას არ აძლევს: არყევს კედლებს, აკაკუნებს, ამტვრევს საგნებს და ა. შ. ყოფილა შემთხვევა, როცა ვაიგი ოჯახს თავიდან ვერ მოუშორებია და სხვაგან გადასახლებულა. მისგან სახლის დაცვის მიზნით მიმართავდნენ მაგიურ ქმედებას: სახლის გარშემო ხმლით წრეს შემოხაზავდნენ, დაკლავდნენ შავ ქათამს, რომლის სისხლს იქვე ორმოში ჩაღვრიდნენ; სწამდათ, რომ ამიერიდან ვაიგი სახლში ვერ შემოაღწევდა.


ლიტერატურა

  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Таказов Ф. М. Очерки по демонологии народов Северного Кавказа. Владикавказ, 2008.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები