ვაკო დეჭი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 11: ხაზი 11:
 
:: [[ფეტვი]]ს მწარმოებლებს ვაცილებთ, ოუ-რა,
 
:: [[ფეტვი]]ს მწარმოებლებს ვაცილებთ, ოუ-რა,
 
::ღმერთმა წარმატება მისცეთ, ოუ-ოუ,
 
::ღმერთმა წარმატება მისცეთ, ოუ-ოუ,
::რათა ყანა უგუდაფშუტო იყოს, ოუ-რა,
+
::რათა [[ყანა]] უგუდაფშუტო იყოს, ოუ-რა,
 
::ხოლო ფეტვი პერანგის სახელოებივით ლამაზი, ოუ-ოუ,
 
::ხოლო ფეტვი პერანგის სახელოებივით ლამაზი, ოუ-ოუ,
 
:: [[ჯავშანი|ჯავშნის]] სახელოებივით მძიმე, ოუ-რა,
 
:: [[ჯავშანი|ჯავშნის]] სახელოებივით მძიმე, ოუ-რა,

16:44, 14 თებერვალი 2020-ის ვერსია

ვაკო დეჭ-ი (ადიღ. ВакIуэ дэкI – „სახნავად გასვლა“) – საგაზაფხულო დღეობათა ციკლში შემავალი საზეიმო ლოცვა. ჩერქეზები საგაზაფხულო სამეურნეო სამუშაოებს აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ რიცხვებში იწყებდნენ, რაზედაც მაისის თვის ადიღური вэнгъуэкIэ („ხვნის დასასრული“) სახელწოდებაც მეტყველებს. ისინი ხვნას და, საერთოდ, ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეს სამშაბათს და ოთხშაბათს არავითარ შემთხვევაში არ წამოიწყებდნენ, რადგან მათ „ცუდ“ დღეებად თვლიდნენ. ამას უკავშირდებოდა ხალხში გავრცელებული წყევლის ერთი ფორმულა: „სამშაბათს ფრჩხილები დაგეჭრას და ოთხშაბათის წყევლა აგხდენოდეს“ (Гъубж махуэм Iэбжъанэ къыубзи, бэрэжьей гыбзэ къыптихуэ).

ხვნის დაწყების წინ სოფლის მთელი მოსახლეობა მინდორში წმ. ხესთან იკრიბებოდა, სადაც სპეციალურად საადმღისოდ გამომცხვარი მრგვალი ფორმის ფხვნადი პური – „მხვნელთა პური“ (вакIуэ мэжаджэ), სამსხვერპლო ცხოველის მოხარშული ხორცი, მცირე ალკოჰოლის შემცველი სასმელი (махъсымэ) მიჰქონდათ და საწესო სუფრა იშლებოდა. სუფრასთან, პირველ რიგში, მხვნელთა უფროსი (вакIуэ тхьэмадэ), გუთნის დედები (пхъэIэщэжь) და დანარჩენი მიწათმოქმედნი სხდებოდნენ და უზენაესსა და მარცვლეული კულტურების მფარველს – თჰაგალეჯს, სადიდებლით მიმართავდნენ და უხვი მოსავლის გამოგზავნას შესთხოვდნენ. სუფრის მსვლელობის დროს ქალიშვილები ხარებს თავებს დაბანდნენ, ტანზე მახსიმას წაუსვამდნენ და რქებზე წითელ ლენტებს შეაბამდნენ, ბავშვები კი კვერცხებს გაფცქვნიდნენ და ნაჭუჭს მინდორში მოაბნევდნენ.

მართალია, ეს დღეობა განსაკუთრებული ცეკვა-თამაშით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ხარებშებმული და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარით დატვირთული მიჯრით მდგარი ურმების გარშემო ფერხული, ე. წ. «удж хъурей», აუცილებლად სრულდებოდა. ცეკვა თანხლებული იყო სიმღერით:

„შენ, ჩვენო თჰაგალეჯ, ოუ-ოუ,
სახნისის პირს ვლესავთ, ოუ-რა,
სახნისს ადგილზე ვაყენებთ, ოუ-ოუ,
ფეტვის მწარმოებლებს ვაცილებთ, ოუ-რა,
ღმერთმა წარმატება მისცეთ, ოუ-ოუ,
რათა ყანა უგუდაფშუტო იყოს, ოუ-რა,
ხოლო ფეტვი პერანგის სახელოებივით ლამაზი, ოუ-ოუ,
ჯავშნის სახელოებივით მძიმე, ოუ-რა,
რათა ყანა ირწეოდეს, ოუ-ოუ,
რათა სახე მთვლემარისა ჰქონდეს, ოუ-რა,
რათა ცხრა ბეღელი დავდგათ, ოუ-ოუ,
ხოლო საშუალოთი ქორწილი გავმართოთ, ოუ-რა,
მოგვეცი, მოგვეცი ჩვენ, ოუ-ოუ-რა!“

ლოცვის დასრულების შემდგომ მხვნელმთესველთა გუნდი მინდორში გადიოდა და სამუშაოების დამთავრებამდე იქ რჩებოდა. რამდენადაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესში შესრულებულ რიგ წეს-ჩვეულებას აღნიშნულ დღეობასთან გარკვეული კავშირი ჰქონდა, მოკლედ აღვწერთ მხვნელ-მთესველთა ბანაკში არსებულ წესრიგს. როგორც ითქვა, მიწათმოქმედებს საერთო ხელმძღვანელი ჰყავდათ, რომლის კარავი მინდორში ცალკე იდგა. იქვე ახლოს დანარჩენების სამყოფი ფაცხები მიჯრით იყო ჩამწკრივებული. მხვნელთა თჰამადა ნიშნავდა მოსამართლეს (уэлий), თავის მოადგილეებს (къуэдзэ), დამხმარეებს (Iуэхутхьэ-бзащI), ხარების მწყემსსა და მკურნალს (Iэзэ). ეს ჯგუფი დანარჩენთაგან ხუმარას – აჟაგაფას (ажэгъафэ – "მოცეკვავე თხა"), ირჩევდა. თჰამადის კარვის გვერდით აღმართულ მაღალ ბოძზე ჰკიდებდნენ მხვნელთა დროშას, რომელსაც მწიფე ფეტვის ფერი (ოქროსფერი) ჰქონდა. დასვენებისა და საუზმე სადილის დროს თჰამადა დროშას ჩამოხსნიდა და მუშაობის დაწყების წინ კვლავ დაჰკიდებდა.

უამინდობის ჟამს, როცა ხვნა შეუძლებელი იყო, მშრომელთა გასართობად ბანაკს გარმონისტის თანხლებით ახალგაზრდობა (ძირითადად გოგოები) სტუმრობდა. თუ ბანაკში ახალგაზრდა მამაკაცი მოზარდ ბიჭთან ერთად მოვიდოდა და თან ასეთი შემთხვევისათვის აუცილებელ ე. წ. „შრომით კოლექტივში შემოსასვლელ“ ძღვენს – сарыхыхьэ-ს, არ მოიყოლებდა, ბიჭს დაიჭერდნენ და გუთნის ბორბალზე მიაბამდნენ. როგორც კი ამის თაობაზე ბავშვის ოჯახი შეიტყობდა, დიასახლისი საკადრის სადილს მოამზადებდა და მხვნელებს დატყვევებულის „გამოსასყიდად“ ამ უკანასკნელის მამა ან პაპა ეახლებოდა. მხვნელთა გუნდის ახალდაქორწინებულ წევრებს პერიოდულად, კვირაში ერთი-ორი დღით, შინ იმ პირობით უშვებდნენ, რომ დილით ადრე, მუშაობის დაწყებამდე, დაბრუნებულიყვნენ და თან მრგვალი შებოლილი ყველი მოეტანათ. კოლექტივის ახალგაზრდა ნაწილი სოფელზე „ღამის თავდასხმასაც“ აწყობდა, რომლის დროსაც თავადის ან შეძლებული აზნაურის ქალიშვილს ქუდს „ჰპარავდნენ“. გამტაცებელთა დევნა, როგორც წესი, წარუმატებლად მთავრდებოდა. ქუდის მოპარვა იმის ნიშანი იყო, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ქალიშვილის მშობლებს მხვნელ-მთესველთა ჯგუფი ესტუმრებოდა. დატოვებდნენ რა ბანაკში მწყემსსა და ყარაულს, მიწათმოქმედნი ქუდის დასაბრუნებლად "დაზარალებულის" ოჯახს ეწვეოდნენ და კარგად მოილხენდნენ.

მცირე ხნის შემდეგ სოფელში დარჩენილი ახალგაზრდები საპასუხო „სტუმრობას“ აწყობდნენ. ღამით, როცა მთელი დღის ნაჯაფარი მხვნელები ისვენებდნენ, ისინი იპარავდნენ თოკებს, რომლებითაც გუთნები ერთმანეთზე იყო გადაბმული. ახლა უკვე სოფელში ძღვენით მხვნელები მიდიოდნენ, რათა თოკები „გამოესყიდა“.


ლიტერატურა

Мафедзев С. Х. Адыги. Обычаиб традиции (Адыгэ хабзэ). Нальчик, 2000.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები