ვარდოიანცი მიკიჩ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:12, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიკიჩ ვარდოიანცი

ვარდოიანცი მიკიჩ - (1971, ალექსანდროპოლი - 161 1955, პარიზთან ახლოს) - სოციალ-დემოკრატი. ეროვნებით სომეხი.

ბიოგრაფია

განათლება თბილისის სახელოსნო სასწავლებელში მიიღო. 1898 წლიდან რსდმპ-ის წევრი, 1905 წლიდან მენშევიკი. პარტიულ საქმიანობას ძირითადად ბაქოში ეწოდა. სხვადასხვა დროს სამჯერ იყო დაპატიმრებული. წლების განმავლობაში ცხოვრობდა არალეგალურად კავკასიის სხვადასხვა ქალაქში.

1917 წელს შედიოდა თბილისისოციალ-დემოკრატიული პარტიისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოში. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. 1918-1921 წლებში იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგოადოების წევრი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.

ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც ჩეკამ დააპატიმრა, 1922 სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად გააძევეს ქვეყნიდან. 1923 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, მუდმივი კავშირი ჰქონდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ნოდარ ჩხაიძე

ლიტერატურა

სსცა -ფ. 1836. აღწ. 1. საქ. - 109.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები