ვაშლისუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაშლისუნა

ვაშლისუნა - (Primula algida Adams); ოჯახი: ფურისულისებრნი (Primulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები მოგრძო-ნიჩბისებურია ან მოგრძო-უკუკვერცხისებური, შევიწროებულია მოკლეფრთიან ყუნწში ან მჯდომარეა. კიდეებზე უთანაბროდ დაკბილული. ფირფიტა ზედა მხარეზე წვრილყუნწიანი ჯირკვლებითაა მოფენილი, ქვედა მხარე დაფარულია ნაფიფქით ან შიშველია. საყვავილე ღერძი წვრილია, 25 სმ-მდე. ყვავილედი თავაკისებური ქოლგაა. გვირგვინი იისფერი ან ვარდისფერია, ფურცლები ღრმად არის ამოკვეთილი, ძირში მუქი ყვითელი ლაქაა. ყვ. ნაყ. V-VII. სუბალპური და ალპური სარტყლების მცენარეა, იზრდება ჩამონაზვავებზე, ნაკადულებთან, ქვიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები