ვაჩნაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დავით ვაჩნაძე''' '''დავით ვლადიმერის ძე ვაჩნ...)
 
 
(2 მომხმარებლების 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Data Vachnadze.jpg|thumb|'''დავით ვაჩნაძე''']]
+
[[ფაილი:VaCnaZe daviT.jpg|thumb|'''დავით ვაჩნაძე (დათა)''']]
'''დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე''' (დ. 4 მარიამობისთვე, 1884, . თბილისი). [[ქართველები|ქართველი]].  
+
'''ვაჩნაძე დავით (დათა) ვლადიმერის ძე''' ''(დ. - 4.VIII.1884, სოფ. დიდი ლილო, [[თბილისი]]ს მაზრა - გ. - 23.I.1962, ქ. ესენი)'' - [[პოლკოვნიკი]], [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერთაგანი.  
  
==პარტიული რწმენა==  
+
====ბიოგრაფია====
ეროვნულ-დემოკრატი
+
დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, 1902 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, ხოლო შემდეგ - პეტერბურგის იმპერატორ პავლე I-ის სახელობის სამხედრო სასწავლებელი. პეტერბურგშივე, სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელში დამატებით შეისწავლა საინჟინრო საგნები და 1904 პოდპორუჩიკის ხარისხით დაინიშნა ვარშავის მესანგრეთა [[ბატალიონი|ბატალიონში]].
  
==განათლება==
+
1905 წელს ეხმარებოდა თავისუფლებისათვის მებრძოლ პოლონელ მეამბოხეებს, იფარავდა მათ [[რუსეთი]]ს [[ჯარი|ჯარის]] თავდასხმისაგან. იმავე წლიდან სამხედო სამსახური განაგრძო თბილისში, მონაწილეობდა „კავკასიის ოფიცერთა სარევოლუციო კავშირის“ დაარსებაში, ასევე, კავკასიის [[მესანგრე|მესანგრეთა]] [[ბატალიონი|ბატალიონების]] [[აჯანყება]]ში, რისთვისაც 1907 წელს სამსახურიდან დაითხოვეს და ადმინისტრაციული წესით ღუნიბის ციხეში გაგზავნეს. [[საქართველო]]ში დაბრუნებული, ერთი წელი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 1909 წლიდან დაიწყო პუბლიცისტური საქმიანობა, წერდა „დ. კახელის“, „ეკალის“ ფსევდონიმებით, უმთავრესად ეკონომიკურ საკითხებზე. აქტიურად იყო ჩართული ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საკოოპერაციო საქმიანობაში (დააფუძნა რამდენიმე კოოპერატივი და ამხანაგობა). 1912წელს თანამოაზრეებთან ერთად, დააარსა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალი „კლდე“. 1914 წელს, მონაწილეობა მიიღო ქართული [[რაზმი (სამხედრო)|რაზმი]]ს („დრუჟინა“) დაკომპლექტებაში და რაზმთან ერთად მოხალისე ოფიცრად გაემგზავრა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქართველი მუსლიმებისა და მათი სოფლების დასაცავად. შედიოდა [[ევროპა]]ში აღმოცენებული საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თბილისის ფილიალში და უზრუნველყოფდა გერმანული [[წყალქვეშა ნავი|წყალქვეშა ნავებით]] საქართველოში შემოტანილი [[იარაღი (იურიდიული)|იარაღის]] მიღება-დაბინავებას. სამშობლოს წინაშე გაწეული დამსახურებისათვის განთავისუფლების კომიტეტმა დააჯილდოვა [[თამარ მეფის ორდენი]]თ. 1915 მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთის „საქართველოს“ დაარსებაში. 1916 წლიდან სათავეში ედგა თბილისის საკრებულოსთან არსებულ საადგილმამულო კომისიას.
საშუალო – თბილ. სამხედრო გიმნაზია, უმაღლესი – პავლეს სამხედრო სასწავლებელი და საინჟენერო სასწავლ.   
+
  
==თფილისის ადრესი==
+
1917 წლის მარტში ქმედითი მონაწილეობა მიიღო [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა|საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა]]ში, მისი ორგანიზებით შესაძლებელი გახდა [[კათოლიკოს-პატრიარქი|კათალიკოს-პატრიარქისათვის]] თბილისში რეზიდენციის განთავისუფლება, რომელიც რუს [[მიტროპოლიტი|მიტროპოლიტს]] ეკავა. 1917 წლის მაისში ეროვნულ-დემოკრატთა ჯგუფთან ერთად დაესწრო გაერთიანებულ მთიელთა კავშირის პირველ ყრილობას კავკავში. [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ედპ]]-ს დამფუძნებელ ყრილობაზე დავით ვაჩნაძე პარტიის მთავარი კომიტეტში, ხოლო 1917 წლის ნოემბერში პრეზიდიუმის წევრად და პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ედპ-ის სიით იყო [[საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო|საქართველოს ინტერპარტიული საბჭო]]ს წევრი, ასევე, საქართველოს პირველი [[საქართველოს ეროვნული ყრილობა|ეროვნული ყრილობის]] მონაწილე, სადაც აირჩიეს [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭო]]ს შემადგენლობაში, იყო საბჭოს სამხედრო სექციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1918 წლის მაისში, ეროვნული საბჭოს აღმასკომის დავალებით, დარაზმა და დასავლეთ საქართველოში შემოჭრილი [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] ჯარების შესაკავებლად გაგზავნა გერმანელი ტყვეები. 1918 წლის ივნისში, [[საქართველოს მთავრობა 1918-1921|საქართველოს მთავრობის]] წარდგენით, დაინიშნა [[გერმანია|გერმანიის]] საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებულად. მონაწილეობდა საქართველოს რეგულარული ჯარის ორგანიზაციის პროექტის შედგენაში. ღვაწლი მიუძღვის გერმანული სამხედრო კონტინგენტის გაცილებასა და საქართველოს საზღვრებიდან მათ უსაფრთხოდ გასვლაში. 1918 წლის დეკემბერში, [[პოლკოვნიკი]]ს ჩინით, მონაწილეობდა [[სომხეთ-საქართველოს ომი|სომხეთთან ომში]]. 1918 წლის სექტემბერში გადავიდა დამოუკიდებელ ნაციონალ-დემოკრატთა ფრაქციაში და იყო მის საფუძველზე შექმნილი ეროვნული (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. 1921 წლის იანვარში, როდესაც ედპ და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციები გაერთიანდნენ, დავით ვაჩნაძე გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში აირჩიეს. რუსეთის [[წითელი არმია|წითელი არმიის]] შემოჭრისას, მტრისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, 1921-ის თებერვალში შეადგინა მოხალისეთა 400 კაციანი რაზმი. საქართველოს გასაბჭოებისას დავით ვაჩნაძე უცხოეთში არ გახიზნულა და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა ედპ-ს არალეგალური ცკ-ის შემადგენლობაში, ასევე პარტიის სამხედრო ცენტრში. აქტიურად იყო დაკავშირებული [[ქაქუცა ჩოლოყაშვილი]]ს პარტიზანულ რაზმთან.
იზმალოვის ქ. №34, ტელეფ.-9-86
+
  
==განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები==
+
1922 წლის თებერვალში დააპატიმრეს, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო მცირე ხანში ციხიდან გაათავისუფლეს. 1924 წლის თებერვალში ედპ-ის არალეგალური ცკ-ის დავალებით, საიდუმლოდ გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, [[თურქეთი]]დან დახმარების მიღების მიზნით. [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აგვისტოს აჯანყების]]  სისხლში ჩახშობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლო და [[ემიგრაცია]]ში დარჩა. 1924-1926 წლებში მონაწილეობდა სტამბოლში შექმნილ „კავკასიის განმათავისუფლებელი კომიტეტის“ საქმიანობაში. 1927 წლიდან ცხოვრობდა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[იტალია]]ში, [[გერმანია]]ში. იყო ედპ-ის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი, თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში, მონაწილეობდა საფრანგეთის ქართული სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში. კითხულობდა მოხსენებებსა და ლექციებს. იყო რამდენიმე ემიგრანტული ორგანიზაციის წევრი („კავკასიის კონფედერაცია“, „ყოფილ ქართველ მხედართა დარაზმულობა“, „ქართული სამეცნიერო წრე“ და სხვ.). [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ჩართული იყო გერმანელთა მიერ ქართული ეროვნული კომიტეტის შესაქმნელად წარმოებულ საქმიანობაში. [[ომი]]ს დასრულების შემდეგ ცხოვრობდა მიუნხენში. საქართველოში ჰყავდა მეუღლე - თამარ ციციშვილი და ქალიშვილი - ირინე. ემიგრაციაში ხელმეორედ დაქორწინდა გერმანელ მართა კილმანზე. დაკრძალულია გერმანიის ქალაქ ესენში. დავით ვაჩნაძის კალამს ეკუთვნის 4 წიგნი და მრავალი სტატია. იგი აგრეთვე ავტორია, „მოგონებათა რვეულების“ და მემუარული ნაშრომისა „ვინ ვიყავი, სად ვიყავი და რა გავაკეთე?“.
1902 წელს, თბილისის კადეტთა კორპუსის კურსის დამთავრებისთანავე, დავით ვაჩნაძე, ოჯახურ პირობების გამო, იძულებული ხდება უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მაგიერ სამხედრო პროფესია აირჩიოს და მიდის პეტროგრადში პავლე I სამხედრო სასწავლებელში, ათავებს მას და სამხედრო საინჟენერო სასწავლებელში დამატებით საინჟენერო საგნების შესწავლის შემდეგ 1904 წელს პოდპორუჩიკის ხარისხით ინიშნება ქ. ვარშავაში მე 15 საპიორთა ბატალიონში.
+
  
პოლონეთში ერთ პოლონელ ოფიცრის შემწეობით დ. ვაჩნაძე ეცნობება „პოლონეთის გამანთავისუფლების“ საიდუმლო პოლიტიკურ ჯგუფში და ეწერება მის წევრად. 1905 წლის თებერვლის რევოლიუციის დროს ვარშავაში ერთ საპიორთა ასეულით დ. ვაჩნაძე იფარავს საგაზო ქარხნის ორი ათას მეამბოხე პოლონელ მუშას მთავრობის კარის თავდასხმისაგან. ამავე წლის აპრილში უმაღლეს ბრძანებით დ. ვაჩნაძე ვარშავიდან თბილისში გადაჰყავთ მე 2 კავკასიის საპიორთა ბატალიონში. 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტის გამოსვლის შემდეგ დ. ვაჩნაძე ზოგიერთ ოფიცერთა დახმარებით აარსებს „კავკასიის ოფიცერთა სარევოლუციო კავშირს“, რომლის მიზანს შეადგენდა ბრძოლა კონსტიტუციისათვის და რუსეთში მოსახლე ერთა პოლიტიკურ ავტონომიის მოპოვებისათვის. მე 2 სახელმწიფო სათათბიროს გარეკვის შემდეგ დ. ვაჩნაძე იღებს მონაწილეობას კავკასიის საპიორთა ბატალიონების აჯანყებაში, რის გამო 1907 წელს ადმინისტრატიული წესით გუნიძის ციხეში (დაღესტანში) იგზავნება. დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან ვაჩნაძე დაღესტნიდან სამშობლოში ბრუნდება და აქ პოლიციის თვალ-ყურის დევნის ქვეშ ერთი წელიწადი იმყოფება.
+
:::::::::::::::::::::::::::'''''ოთარ ჯანელიძე'''''
  
რეაქციის ხანაში დ. ვაჩნაძე მხურვალე მონაწილეობას იღებს დაწყებულ ქართულ კოოპერატიულ მოძრაობაში. თავის ინიციატივით აწყობს სოფლად წვრილ საკრედიტო ბანკებს / ოძისში, ლილოში /, აარსებს პირველ ქართულ მერძევეთა გლეხთა ამხანაგობის ორგ. დიდ-ლილოში, მონაწილეობს კოოპერატიულ კურსებზედ, კრებებზედ, თავმჯდომარეობს ქართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგ. საკოოპერაციო სექციაში და მის წარმომადგენლად იგზავნება პეტროგრადში სრულიად რუსეთის კოოპერატორთა კრებაზედ, სწრაფი მობილიზაცია მიწების აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოში]] იწვევს ვაჩნაძის დიდ ყურადღებას და მოწვეული საადგილ მამულო კომისიაში აწყობს [[ქართველები|ქართველ]] გლეხთა მიწის სყიდვის ამხანაგობებს და ებრძვის მთავრობის აგრესიულ რუს საკოლონიზაციო პოლიტიკას. საადგილ-მამულო კომისიის ხელმძღვანელის ა. ყიფშიძის გარდაცვალების შემდეგ დ. ვაჩნაძე ინიშნება მის ადგილზე.
+
==თხზულებები==
 +
დ. ვაჩნაძე, ქართული ეროვნული ძირები და რუსული ბოლშევიზმი, მიუნხენი, 195?.
  
1912 წელს ენკენისთვეს 16-ს დ. ვაჩნაძე თავის თანამოაზრე ამხანაგებით აარსებს ჟურნალ „კლდეს“ ეროვნულ-დემოკრატიულ მიმართულებისა და მასში მუდმივ თანამშრომლობას ეწევა. 1914 წელს, როდესაც ომის ალი მოედო აჭარას და ამ კუთხეს უქადდა განადგურებას, განსვენებულ გიორგი მაჩაბლის /გორის კომისარის/ დახმარებით აგროვებს ხალხს თბილისის სამხედრო დრუჟინის შესადგენად და ამ დრუჟინის მოხალისე ოფიცრად მასთან ერთად მიდის აჭარის საშველად.
+
==ლიტერატურა==
 +
* ქართველები უცხოეთში: წ. I, (რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე, გ. ჯაფარიძე, თ. ტარტარაშვილი), თბ., 2012;
 +
* ნ. ჯავახიშვილი, თავად ვაჩნაძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის, კრებული „სამეცნიერო პარადიგმები”, თბ. - ქუთ., 2009;
 +
* ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
  
24 მაისს 1915 წელს თანახმად „კლდის“ ჯგუფის და საზღვარ გარეთიდან ჩამოსულ თანამოაზრე ქართველ ემიგრანტების გადაწყვეტილებისა - სცემს გაზ. „საქართველოს“ ყოველდღიურ ორგანოს მომავალ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიისა. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის დაარსების დღიდან დ. ვაჩნაძე მის მთავარ კომიტეტის წევრად და თავმჯდომარის ამხანაგად იმყოფება. როდესაც გერმანიაში [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001186/ მიხეილ წერეთლის] და გიორგი მაჩაბლის მეთაურობით დაარსდა „საქართველოს გამანთავისუფლების კომიტეტი“ დ. ვაჩნაძე, როგორც ამ კომიტეტის წევრი ენერგიულად მონაწილეობს მის მძიმე და პასუხსაგებ საქმიანობაში და იბრძვის მის მიზნების გამარჯვებისათვის. სამწერლო ასპარეზზე დ. ვაჩნაძე გამოდის ჟურნალისტ „ლ. კახელის“ ფსევდონიმით და სწერს უმთავრესად ეკონომიურ საგნებზედ.
+
==იხილე აგრეთვე==
 
+
*[http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000220/ ქართველები უცხოეთში]
უკანასკნელ რევოლიუციის ხანაში დ. ვაჩნაძე იყო საქართველოს ინტერპარტიულ და ძველ ეროვნულ საბჭოების წევრი, მუშაობდა განსაკუთრებით ამ საბჭოთა სამხედრო სექციებში და თავმჯდომარეობდა ტარის გამომშვებ განყოფილებას /სამხედრო სექციასთან არსებულს/. 20 მაისს 1918 წელს თანახმად ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის დავალებისა, რაზმავს და აგზავნის გერმანელ ტყვეებს საქართველოს რკინის გზების და საზღვრების დასაცავად და ერთი თვის განმავლობაში ასრულებს საქართველოს მთავრობის რწმუნებულის თანამდებობას გერმანულ სამხედრო მისიაში.
+
*[https://civiledu.wordpress.com/2019/05/14/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%9C/ ვაჩნაძე დავით]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]][[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] [[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]][[კატეგორია:პერსონალიები]]
+
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 +
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]  
 +
[[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]]
 +
[[კატეგორია:ვაჩნაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 16:40, 14 მაისი 2019 მდგომარეობით

დავით ვაჩნაძე (დათა)

ვაჩნაძე დავით (დათა) ვლადიმერის ძე (დ. - 4.VIII.1884, სოფ. დიდი ლილო, თბილისის მაზრა - გ. - 23.I.1962, ქ. ესენი) - პოლკოვნიკი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერთაგანი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, 1902 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, ხოლო შემდეგ - პეტერბურგის იმპერატორ პავლე I-ის სახელობის სამხედრო სასწავლებელი. პეტერბურგშივე, სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელში დამატებით შეისწავლა საინჟინრო საგნები და 1904 პოდპორუჩიკის ხარისხით დაინიშნა ვარშავის მესანგრეთა ბატალიონში.

1905 წელს ეხმარებოდა თავისუფლებისათვის მებრძოლ პოლონელ მეამბოხეებს, იფარავდა მათ რუსეთის ჯარის თავდასხმისაგან. იმავე წლიდან სამხედო სამსახური განაგრძო თბილისში, მონაწილეობდა „კავკასიის ოფიცერთა სარევოლუციო კავშირის“ დაარსებაში, ასევე, კავკასიის მესანგრეთა ბატალიონების აჯანყებაში, რისთვისაც 1907 წელს სამსახურიდან დაითხოვეს და ადმინისტრაციული წესით ღუნიბის ციხეში გაგზავნეს. საქართველოში დაბრუნებული, ერთი წელი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 1909 წლიდან დაიწყო პუბლიცისტური საქმიანობა, წერდა „დ. კახელის“, „ეკალის“ ფსევდონიმებით, უმთავრესად ეკონომიკურ საკითხებზე. აქტიურად იყო ჩართული ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საკოოპერაციო საქმიანობაში (დააფუძნა რამდენიმე კოოპერატივი და ამხანაგობა). 1912წელს თანამოაზრეებთან ერთად, დააარსა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალი „კლდე“. 1914 წელს, მონაწილეობა მიიღო ქართული რაზმის („დრუჟინა“) დაკომპლექტებაში და რაზმთან ერთად მოხალისე ოფიცრად გაემგზავრა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქართველი მუსლიმებისა და მათი სოფლების დასაცავად. შედიოდა ევროპაში აღმოცენებული საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თბილისის ფილიალში და უზრუნველყოფდა გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში შემოტანილი იარაღის მიღება-დაბინავებას. სამშობლოს წინაშე გაწეული დამსახურებისათვის განთავისუფლების კომიტეტმა დააჯილდოვა თამარ მეფის ორდენით. 1915 მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთის „საქართველოს“ დაარსებაში. 1916 წლიდან სათავეში ედგა თბილისის საკრებულოსთან არსებულ საადგილმამულო კომისიას.

1917 წლის მარტში ქმედითი მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, მისი ორგანიზებით შესაძლებელი გახდა კათალიკოს-პატრიარქისათვის თბილისში რეზიდენციის განთავისუფლება, რომელიც რუს მიტროპოლიტს ეკავა. 1917 წლის მაისში ეროვნულ-დემოკრატთა ჯგუფთან ერთად დაესწრო გაერთიანებულ მთიელთა კავშირის პირველ ყრილობას კავკავში. ედპ-ს დამფუძნებელ ყრილობაზე დავით ვაჩნაძე პარტიის მთავარი კომიტეტში, ხოლო 1917 წლის ნოემბერში პრეზიდიუმის წევრად და პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ედპ-ის სიით იყო საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს წევრი, ასევე, საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მონაწილე, სადაც აირჩიეს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, იყო საბჭოს სამხედრო სექციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1918 წლის მაისში, ეროვნული საბჭოს აღმასკომის დავალებით, დარაზმა და დასავლეთ საქართველოში შემოჭრილი ოსმალეთის ჯარების შესაკავებლად გაგზავნა გერმანელი ტყვეები. 1918 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის წარდგენით, დაინიშნა გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებულად. მონაწილეობდა საქართველოს რეგულარული ჯარის ორგანიზაციის პროექტის შედგენაში. ღვაწლი მიუძღვის გერმანული სამხედრო კონტინგენტის გაცილებასა და საქართველოს საზღვრებიდან მათ უსაფრთხოდ გასვლაში. 1918 წლის დეკემბერში, პოლკოვნიკის ჩინით, მონაწილეობდა სომხეთთან ომში. 1918 წლის სექტემბერში გადავიდა დამოუკიდებელ ნაციონალ-დემოკრატთა ფრაქციაში და იყო მის საფუძველზე შექმნილი ეროვნული (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. 1921 წლის იანვარში, როდესაც ედპ და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციები გაერთიანდნენ, დავით ვაჩნაძე გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში აირჩიეს. რუსეთის წითელი არმიის შემოჭრისას, მტრისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, 1921-ის თებერვალში შეადგინა მოხალისეთა 400 კაციანი რაზმი. საქართველოს გასაბჭოებისას დავით ვაჩნაძე უცხოეთში არ გახიზნულა და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა ედპ-ს არალეგალური ცკ-ის შემადგენლობაში, ასევე პარტიის სამხედრო ცენტრში. აქტიურად იყო დაკავშირებული ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანულ რაზმთან.

1922 წლის თებერვალში დააპატიმრეს, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო მცირე ხანში ციხიდან გაათავისუფლეს. 1924 წლის თებერვალში ედპ-ის არალეგალური ცკ-ის დავალებით, საიდუმლოდ გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, თურქეთიდან დახმარების მიღების მიზნით. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლო და ემიგრაციაში დარჩა. 1924-1926 წლებში მონაწილეობდა სტამბოლში შექმნილ „კავკასიის განმათავისუფლებელი კომიტეტის“ საქმიანობაში. 1927 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში. იყო ედპ-ის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი, თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში, მონაწილეობდა საფრანგეთის ქართული სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში. კითხულობდა მოხსენებებსა და ლექციებს. იყო რამდენიმე ემიგრანტული ორგანიზაციის წევრი („კავკასიის კონფედერაცია“, „ყოფილ ქართველ მხედართა დარაზმულობა“, „ქართული სამეცნიერო წრე“ და სხვ.). მეორე მსოფლიო ომის დროს ჩართული იყო გერმანელთა მიერ ქართული ეროვნული კომიტეტის შესაქმნელად წარმოებულ საქმიანობაში. ომის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა მიუნხენში. საქართველოში ჰყავდა მეუღლე - თამარ ციციშვილი და ქალიშვილი - ირინე. ემიგრაციაში ხელმეორედ დაქორწინდა გერმანელ მართა კილმანზე. დაკრძალულია გერმანიის ქალაქ ესენში. დავით ვაჩნაძის კალამს ეკუთვნის 4 წიგნი და მრავალი სტატია. იგი აგრეთვე ავტორია, „მოგონებათა რვეულების“ და მემუარული ნაშრომისა „ვინ ვიყავი, სად ვიყავი და რა გავაკეთე?“.

ოთარ ჯანელიძე

[რედაქტირება] თხზულებები

დ. ვაჩნაძე, ქართული ეროვნული ძირები და რუსული ბოლშევიზმი, მიუნხენი, 195?.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქართველები უცხოეთში: წ. I, (რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე, გ. ჯაფარიძე, თ. ტარტარაშვილი), თბ., 2012;
  • ნ. ჯავახიშვილი, თავად ვაჩნაძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის, კრებული „სამეცნიერო პარადიგმები”, თბ. - ქუთ., 2009;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები