ვახანია ზურაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 29: ხაზი 29:
 
[[კატეგორია:ზოგადი ფსიქოლოგია საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ზოგადი ფსიქოლოგია საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ექსპერიმენტული ფსიქოლოგია საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ექსპერიმენტული ფსიქოლოგია საქართველოში]]
 +
[[კატეგორია:სოციალური ფსიქოლოგია საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 17:21, 7 ნოემბერი 2019 მდგომარეობით

ზურაბი ვახანია

ვახანია ზურაბი - Vakhania Zurab, Ваханиа Зураб, 1955

ქართველი ფსიქოლოგი, მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1978), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001), საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი (2000), დიმიტრი უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ფსიქოლოგიის სამეცნიერო ჟურნალების მთავარი საბჭოს წევრი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, აგრეთვე ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მეორადი ფაკულტეტი. გავლილი აქვს რამდენიმე ტრენინგი (პედაგოგიკის მიმდინარეობანი, ტესტოლოგია, მწვრთნელთა ტრენინგი TOT).

1977-1988 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტში; 1988-1989 წლებში − არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში; 1989-1995 წლებში − ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1996-2011 წლებში − დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. ამ ინსტიტუტში იყო სწავლების ფსიქოლოგიის ლაბორატორიის გამგე, პედაგოგიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში და ზოგადი ფსიქოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. შეთავსებით მუშაობდა განათლების სისტემაში, სხვადასხვა წლებში იყო: განათლების სამინისტროს ეროვნული სკოლის რეფორმის სამმართველოს უფროსი და მინისტრის სამეცნიერო რეფერენტი; გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; საქართველოს პარლამენტის განათლების ქვეკომიტეტის მრჩეველი; თბილისის მე-4 ექსპერიმენტული (38-ე საავტორო) სკოლის დამაარსებელი, დირექტორი და უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი; პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ექსპერტ-კონსულტანტი; სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი; US-AID-ის საერთაშორისო პროექტის „GPried” (დაწყებითი განათლების რეფორმა) ექსპერტი, ფსიქოლოგი, მწვრთნელი; ხელმძღვანელობდა 5 სამეცნიერო და 4 საგანმანათლებლო საგრანტო პროექტს, აგრეთვე ტესტების შედგენის 5 კომერციულ პროექტს; მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, მათ შორის 2010 წელს კიევში სოციალური ფსიქოლოგიის საერთაშორისო კონფერენციაზე ჰქონდა ორი პლენარული მოხსენება, რომლებმაც განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. იყო 1 საკანდადატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი და 15 დისერტაციის ოპონენტი. არის: წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი (ასწავლის ფსიქოლოგიას); მისი ხელმძღვანელობით შესრულდა ერთი სადოქტორო და მრავალი სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომი. „ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონის” ერთ-ერთი მთავარი ავტორი და ხელმძღვანელია; არასამთავრობო საგანმანათლებლო-შემოქმედებით კავშირ „ქორბუდას” თავმჯდომარე, ფსიქოლოგ-კონსულტანტი, სკოლების სამეცნიერო-მეთოდიკური მრჩეველი და ტრენინგების ხელმძღვანელი (გავლილი აქვს 2400-ზე მეტ მონაწილეს). ასწავლის სწავლების მეთოდიკას, ფსიქოლოგიას, ფილოლოგიას, ქართული ენის გრამატიკას, სამოქალაქო განათლებას, კულტურის ისტორიას, ლოგიკას, მათემატიკას. „საუკეთესო შედეგების” სტატუსით ჩაბარებული აქვს 9 სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა: მასწავლებლის პროფესიული უნარები, ქართული ენა-ლიტერატურა, მათემატიკა, დაწყებითი განათლება, სამოქალაქო განათლება, რუსული ენა, ინგლისური ენა, კომპიუტერზე მუშაობა, დირექტორების ტესტი. სათანადო სპეციალისტებთან თანაავტორობით არის მთავარი ავტორი 5 სამეცნიერო მონოგრაფიისა, 34 სასკოლო სახელმძღვანელოსი, ტესტების 12 კრებულისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა თუ ნარკვევისა. ნათარგმნი აქვს კ.გ. იუნგის წიგნი „4 არქეტიპი”, მისთვის დაწერილი აქვს შესავალი და განმარტებანი.

ზ. ვახანიას კვლევის მიმართულებებია: ენისა და აზროვნების ფსიქოლოგია, მოტივაციის ფსიქოლოგია და განწყობის თეორია (როგორც ექსპერიმენტული, ისე თეორიული კვლევები), ფსიქოლინგვისტიკა და ეთნოფსიქოლოგია, ზოგადი და პედაგოგიკური ფსიქოლოგია, არაცნობიერის ფსიქოლოგია; სწავლების მეთოდიკა, ქართველური ენათმეცნიერება, ლიტერატურა, კულტურის ისტორია, ფილოსოფია. განწყობის დინამიკური მოდელისა და შ. ნადირაშვილის კვლევების შემდგომი თანმიმდევრული განვითარებითა და საკუთარ ექსპერიმენტებზე დაფუძნებით შექმნილი აქვს განწყობის დიალექტიკური მოდელი. დ. უზნაძისა და აკ. ბაინდურაშვილის სათანადო გამოკვლევების განვითარებით გადაჭრილი აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უძველესი პრობლემა − სიტყვის ჟღერადობის მოტივირებულობისა სიტყვის მნიშვნელობით (ფონოსემანტიკა). გამოკვლეული აქვს ინტუიციის ცნება (გუმანი) და შემოქმედების ფსიქოლოგია, არაცნობიერის ცნება; ჩატარებული აქვს განწყობის თეორიისა და კ.გ. იუნგის თეორიის, ზოგადად ჰუმანისტური ფსიქოლოგიის შედარებითი ანალიზი, აგრეთვე კოგნიტივიზმის კრიტიკული ანალიზი; შესწავლილი აქვს არაყურადღებული აღქმა და მისი კავშირი განწყობის ფიქსირებასთან. დ. უზნაძის, ჟ. პიაჟესა და ჯ. ბრუნერის ნაშრომების გამოყენებით შემუშავებული აქვს სწავლების ორიგინალური, კონსტრუქტივისტულ-ევრისტიკული მეთოდიკა − აქტიური მზაობის მეთოდიკა (შესაბამისი სასწავლო პროგრამებით, სკოლის სასწავლო გეგმებითა და შინაგანაწესით). ის, სახელმძღვანელოებთან ერთად, დიდი წარმატებით გამოიყენება საქართველოს მრავალ სკოლაში.

[რედაქტირება] მთავარი ნაშრომები

  • განათლების ფსიქოლოგია. თბ., „ქორბუდა”-2012.
  • ქართული ფილოლოგია, ტ.1, ტ.2. თბ., „ქორბუდა"-2009 (თანაავტორნი: თ. მახარაძე, კ. გაბუნია...)
  • ქართული ენის შემოქმედებითი სწავლება, I, II. თბ., „ქორბუდა"-2003-2004.
  • კულტურის ისტორია − რელიგიები. თბ. „ქორბუდა”-2007.
  • ძირითად მიმართებათა იერარქია და ცნება „მიზნობრიობა”. − „საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე”, 2007, # 1.
  • განწყობის თეორია და ენათმეცნიერება − ქართული ენის თავისებურება. − „საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე”, 2013.
  • განწყობის თეორია, აზროვნების ფსიქოლოგია და სწავლების მეთოდიკა. − „საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე”, 2013.
  • სიამოვნების მოთხოვნილება, განმტკიცება და ჰედონიზმი − „საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე”, 2019.

[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები