ვახტანგ VI

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 40: ხაზი 40:
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]
 
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]
[[კატეგორია:ქართლის ბაგრატიონები]]
+
[[კატეგორია:ქართლ-კახეთის სამეფოს ბაგრატიონები‏‎]]

12:04, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია

მეფე ვახტანგ VI

ვახტანგ VI − (1675 − 1737). სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, მწიგნობარი, განმანათლებელი. 1703-1714 წლებში იყო ქართლის გამგებელი ანუ ჯანიშინი (სპარს. ჯა [ადგილი] + ნეშინ [მჯდომი, დასმული]), ქართლში მეფობდა 1716-1724 წლებში. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი. ვახტანგ VI−ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. სულხან-საბა ორბელიანსა და ანტონ კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულის ჩამდგმელად. ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა პირველად „ვეფხისტყაოსანი” (1712) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, მან თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების „აპოსთეგმატას” ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია, თარგმნა „ქილილა და დამანა”, „ამირნასარიანი” და სხვა.

ვახტანგ VI-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლირიკას, რომელიც თემატიკური მრავალფეროვნებითა და იდეური სიღრმით გამოირჩევა. ძველ ქართულ მწერლობაში მან ერთ-ერთმა პირველად შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები. დაკრძალულია რუსეთის ქალაქ ასტრახანში.


შეგონება
კაცმან უნდა თავის საქმე ყველა
ღვთითა მოივარგოს,
ამ სოფელსა ხელი ჰყაროს,
იქაც ბარგი დაიბარგოს,
მოყვარეთ და ამხანაგთა
თავის რიგით რამე არგოს,
სახელის ხე საჩრდილებლად
წყლისა პირსა სადმე დარგოს.


* * *
რანი და, მოვაკანი და,
სახლი და, კარი, ბანი და,
გათავდა ყოვლი წერილი _
ანი და, ბანი, განი და...
ვიარე ბევრი ქვეყანა,
სიგძე და სივრცე, განი და,
ვერა ვპოვე რა მის მეტი,
დავკარგე ძმა და დანი და...
ხორცსა მრავალი დავაკელ,
სულს მივეც იქი რჯანი და,
ვაჲ-ვაჲ, მსაჯეს უბრალოდ,
არ მომცეს მე აჯანი და!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები