ვეტერინარული ვითარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეტერინარული ვითარება - ფაქტორები და პირობები, რომლებიც გაერთიანების (შენართის, ნაწილის) მოქმედების ზოლში ვეტერინარულ მდგომარეობას ახასიათებენ; ზურგის ვითარების შემადგენელი ნაწილი.

ვეტერინარული ვითარება მოიცავს:

  • ტერიტორიის ეპიზოოტიურ მდგომარეობას;
  • სასურსათო სამსახურის და სამხედრო ვაჭრობის ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიულ მდგომარეობას;
  • დაჭრილი და დაავადებული ცხოველების არსებობას;
  • ვეტერინარული უზრუნველყოფისთვის ადგილობრივი რესურსების გამოყენების შესაძლებლობას და თავისებურებებს.

ვეტერინარული ვითარების შესახებ ცნობები მიიღება ვეტერინარული დაზვერვის და სხვა წყაროებისგან.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები