ვიეტ კონგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:23, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიეტ კონგი - სამხრეთვიეტნამელი კომუნისტი პარტიზანები, რომლებიც ებრძოდნენ საიგონის მთავრობასა და აშშ-ის ჯარებს ინდოჩინეთის II ომის დროს. პირველი დაქსაქსული გამოსვლების შემდეგ მოძრაობა ჩამოყალიბდა სამხრეთ ვიეტნამის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტად (1960).

ვიეტკონგელები ეყრდნობოდნენ ჩრდილო ვიეტნამის კომუნისტური რეჟიმის მხარდაჭერას, რომელმაც თანდათანობით თავის კონტროლს დაუქვემდებარა მათი მოქმედებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები