ვიოტი ჯოვანი ბატისტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:20, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოვანი ბატისტა ვიოტი

ჯოვანი ბატისტა ვიოტი - (იტალ. Giovanni Battista Viotti, 12. V. 1755, ფონტანეტო-და-პო,იტალია, – 3. III. 1824, ლონდონი), იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი და პედაგოგი, პუნიანის მოწაფე.

ვიოტი 1775–იდან სამეფო კარის მუსიკოსი იყო ტურინში, 1782-92 პარიზში ცხოვრობდა, 1792-იდან ინგლისში და სხვა ქვეყნებში. ვიოტმა ძლიერი გავლენა იქონია ფრანგულ სავიოლინო სკოლის განვითარებაზე. მისი დაკვრა ვირტუოზულობითა და გამომსახველობით გამოირჩეოდა. ვიოტი სავიოლინო კონცერტების და კამერულ-ინსტრუმენტული ანსამბლების ავტორია. ბევრი მათგანი (განსაკუთრებით კონცერტები) დღესაც სრულდება. მისი მოწაფეები იყვნენ პ. როდე, რ. კროიცერი და სხვ.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები