ვირისტერფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ვირისტერფა''' - (Tussilago farfara L). ოჯახი: [[რთულყვავილოვანთა ოჯახი|რთულყვავილოვნები]] (Asteraceare). მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა გრძელია და მხოხავი. პირველად საყვავილე ღეროები ვითარდება. კალათები მარტოულია. შემდეგში ვითარდება მომრგვალო-დაკბილული და ქვედა მხარეზე სქლად შებუსული ფოთლები, რომელთა ზედა მხარე შიშველია. ღეროს სიმაღლე 10-15 სმ-ია. ყვავილი ყვითელია, იშვიათად - მოწითალო. მცენარე იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყელამდე, ტენიან ადგილებზე, ჩამონაზვავებზე, ქვიშიან ადგილებში, რუების ნაპირებზე. [[კახეთი|კახეთში]] მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ [[საქართველო|საქართველოში]].
 
+
მეგრულში მას − ხისქარი ეწოდება, იმერულში − ბამბა-ბალახი , ზემო იმერულში − ბაბბიპირა, ოკრიბულში − ბამბა-ბალახი და ჯორისფეხა, ლეჩხუმურში − ჯორტორფა, ჯორტოფილა, რაჭულში − ოფა, ზემორაჭულში − ჯორტერფაჲ, სვანურში − მგჭშდვარი, სომხითურში − კრუხის პალო, გარეკახურში − ტირიფი და ჯორისტერფა, ქართლურში − ჯორისქუსლა, პირბამბა, ხავედა, (სოფელი ქვიშხეთი), მოხევურსა და მთიულურში − თეთრი ბუარა, ფშავურში −
 +
ვირის ბუარა, ტერფაბუერა, თავყვითელა, ხევსურულში − ცხენისტერფა, თუშურში − დათვბუერა, ერწოში − დათვისტერფა. ასევე ცნობილია ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა ჯორისფეხა, ხავერდა, ტირიფი, ბამბა-ბალახი, თავყვავილა.
  
==წყარო==
 
==წყარო==
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]]  
+
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]  
 
+
* [[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
 
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები]]
 
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]

16:18, 24 იანვარი 2020-ის ვერსია

ვირისტერფა

ვირისტერფა - (Tussilago farfara L). ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceare). მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა გრძელია და მხოხავი. პირველად საყვავილე ღეროები ვითარდება. კალათები მარტოულია. შემდეგში ვითარდება მომრგვალო-დაკბილული და ქვედა მხარეზე სქლად შებუსული ფოთლები, რომელთა ზედა მხარე შიშველია. ღეროს სიმაღლე 10-15 სმ-ია. ყვავილი ყვითელია, იშვიათად - მოწითალო. მცენარე იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყელამდე, ტენიან ადგილებზე, ჩამონაზვავებზე, ქვიშიან ადგილებში, რუების ნაპირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

მეგრულში მას − ხისქარი ეწოდება, იმერულში − ბამბა-ბალახი , ზემო იმერულში − ბაბბიპირა, ოკრიბულში − ბამბა-ბალახი და ჯორისფეხა, ლეჩხუმურში − ჯორტორფა, ჯორტოფილა, რაჭულში − ოფა, ზემორაჭულში − ჯორტერფაჲ, სვანურში − მგჭშდვარი, სომხითურში − კრუხის პალო, გარეკახურში − ტირიფი და ჯორისტერფა, ქართლურში − ჯორისქუსლა, პირბამბა, ხავედა, (სოფელი ქვიშხეთი), მოხევურსა და მთიულურში − თეთრი ბუარა, ფშავურში − ვირის ბუარა, ტერფაბუერა, თავყვითელა, ხევსურულში − ცხენისტერფა, თუშურში − დათვბუერა, ერწოში − დათვისტერფა. ასევე ცნობილია ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა ჯორისფეხა, ხავერდა, ტირიფი, ბამბა-ბალახი, თავყვავილა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები