ჯიბლაძე ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვლადიმერ ჯიბლაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯიბლაძე ვლადიმერ

ჯიბლაძე ვლადიმერ გიორგის ძე - (მეტსახელი: ლადო, პეტროვი) (18.I.1879 სოფ. გეზათი -09.II.1938) - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

თავდაპირველად სასწავლებლად კულაშის სკოლაში შევიდა, შემდეგ სწავლა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში განაგრძო. მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოებში ზეინკლად. იყო რსდმპ-ის წევრი. 1901 წელს რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში მოწყობილი გაფიცვების გამო, ვ. ჯიბლაძე დააპატიმრეს და თბილისიდან გაასახლეს. 1903 წელს პოლიტიკური ბრალდებით დააპატიმრეს და სამი წლით გადასახლება მიუსაჯეს.

1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს (შემდგომში - პარლამენტის) წევრად, ამასთანავე არჩეული იყო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. მონაწილეობას იღებდა საბჭოთა საოკუპაციო ჯარებთან ბრძოლებში.

1921 წლის ოკუპაციის შემდეგ დაბრუნდა თავის სოფელში საცხოვრებლად. იმავე წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააპატიმრეს მოგვიანებით კი გადაასახლეს. 1937 დახვრეტა მიუსაჯეს.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016;
  • ვ. გურული, ნოე ჟორდანია: პოლიტიკური პორტრეტი, 1869-1953, თბ., 1999.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები