ვნების კვირიაკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვნების კვირიაკე - მართლმადიდებელ ეკლესიაში ქრისტეს ცხოვრების ბოლო კვირას ეწოდება „ვნების კვირიაკე”. მისი ყოველი დღის შესახებ საღვთისმსახურო წიგნებში საუბარია, როგორც „დიდ და წმინდა“ დღეზე. ვნების კვირიაკის ყოველ დღეს ყველა ეკლესიაში სრულდება განსაკუთრებელი მსახურება. ამ დღეებ ში მორწმუნეებისათვის მთელი საერო ცხოვრება წყდება – ისინი „შედიან იერუსალიმში უფალთან ერთად“.

ვნების კვირიაკის ორშაბათს ეკლესია დასაფიქრებლად გვაძლევს „უნაყოფო ლეღვის“ დაწყევლის სახეს. სამშაბათი ეძღვნება თემას „ბრძენი ქალწულებისა“, რომლებიც, თავიანთი სულელი დებისგან განსხვავებით, მზად არიან უფლის მოსვლისთვის. ოთხშაბათს ჩვენი ყურადღება მიქცეულია „მონანიე მეძავისაკენ”. ეს მსახურება აღნიშნავს სხვაობას გადარჩენილ ცოდვილ ქალსა და მოციქულად არჩეულ წარწყმედილ იუდას შორის: პირველი თავის სიმდიდრეს ქრისტეს აძლევს და მის ფეხებს კოცნის, მეორე კი ფულის სანაცვლოდ ამბორით გასცემს ქრისტეს.

ამ სამი დღის განმავლობაში სახარება იკითხება ყველა მსახურებაზე; ამასთანავე, დადგენილია სახარების კითხვის განსაკუთრებული წესიც – ოთხივე სახარება იკითხება უფლის ვნებამდე ჟამნობისას. ძველი აღთქმიდან იკ ითხება გამოსვლათა წიგნი, იობის წიგნი და წინასწარმეტყველები. შეიძლება ითქვას, რომ ვნების კვირის პირველი სამი დღის საერთო თემაა სამყაროს დასასრული და ქრისტეს სამსჯავრო. მათი ცისკარი, ჩვეულებისამებრ, გვიან საღამოს სრულდება და მსახურებისას იგალობება განსა კუთრებულად გულში ჩამწვდომი ტროპარი:

„აჰა, ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაჲ იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაჲ არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე, სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რაჲთა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე შუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ“ (დიდი სამშაბათის ტროპარი).


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები