ვოლფი ქრისტიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ქრისტიან ვოლფი '''ვოლფი ქრისტიან''' - Wolff Christian, ...)
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
გერმანელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, იურისტი, მათემატიკოსი. ლაიფციგის, ჰალეს და მარბურგის უნივერსიტეტების პროფესორი.  
 
გ. ლაიბნიცის შემდეგ ი. კანტამდე [[გერმანია|გერმანიის]] ყველაზე ავტორიტეტული ენციკლოპედისტი მოაზროვნე. ბერლინის, პარიზის, სანქტ-პეტებურგის აკადემიებისა და ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი. საფუძველი დაუდო გერმანულ ფილოსოფიურ და სამეცნიერო (მათ შორის ფსიქოლოგიურ) ტერმინოლოგიას. თავად ტერმინი/სიტყვა „ფსიქოლოგია”  ხმარებაში შემოვიდა ვოლფის ორი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ - „ემპირიული ფსიქოლოგია”  (1732) და „რაციონალური ფსიქოლოგია”  (1734). ვოლფამდე ფსიქოლოგია სხვა სიტყვებით აღინიშნებოდა, მაგ. ლაიბნიცი (რომლის შეხედულებათა სისტემატიკოსი და პოპულარიზატორი იყო ვოლფი) ხმარობდა სიტყვას „პნევმატოლოგია”  (ბერძ. pneuma გონითი სული).  
+
გ. ლაიბნიცის შემდეგ [[კანტი იმანუელ|ი. კანტამდე]] [[გერმანია|გერმანიის]] ყველაზე ავტორიტეტული ენციკლოპედისტი მოაზროვნე. ბერლინის, პარიზის, სანქტ-პეტებურგის აკადემიებისა და ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი. საფუძველი დაუდო გერმანულ ფილოსოფიურ და სამეცნიერო (მათ შორის ფსიქოლოგიურ) ტერმინოლოგიას. თავად ტერმინი/სიტყვა „ფსიქოლოგია”  ხმარებაში შემოვიდა ვოლფის ორი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ - „ემპირიული ფსიქოლოგია”  (1732) და „რაციონალური ფსიქოლოგია”  (1734). ვოლფამდე ფსიქოლოგია სხვა სიტყვებით აღინიშნებოდა, მაგ. ლაიბნიცი (რომლის შეხედულებათა სისტემატიკოსი და პოპულარიზატორი იყო ვოლფი) ხმარობდა სიტყვას „პნევმატოლოგია”  (ბერძ. pneuma გონითი სული).  
  
ფსიქოლოგიის ამ ორი სახეობის ურთიერთმიმართებაზე მსჯელობისას ვოლფი აღნიშნავდა, რომ ყოველი მოვლენა, მათ შორის სულისა, შეიძლება შეიმეცნო როგორც გამოცდილების, ისე გონების საშუალებით და განიხილო როგორც გარეგან თვისებათა, ისე არსის მხრივ. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ემპირიულ ფსიქოლოგიასთან. ის, გარკვეული აზრით, საფუძვლად ედება რაციონალურ ფსიქოლოგიას, რომელიც ამოსავალ პუნქტად იღებს რაიმე ცდისეულ მოცემულობას, მაგ., სხეულებრივ და სულიერ ცვლილებათა თანხვედრის ფაქტს, ხოლო შემდეგ ცდილობს მის ახსნას. ეს ახსნა ჰიპოთეზურია, რაც სავსებით ბუნებრივია ისეთი ჭეშმარიტად ფილოსოფიური, მეტაფიზიკური დარგისთვის, როგორიცაა რაციონალური ფსიქოლოგია. ვოლფის ემპირიულმა ფსიქოლოგიამ, რომელიც ცნობიერების მოვლენების აღწერას შეიცავდა, ახალი ვერაფერი შესძინა მეცნიერებას სულის შესახებ (გარდა ზოგიერთი ფრთხილად გამოთქმული მოსაზრებისა ფსიქიკური მოვლენების გაზომვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით). სამაგიეროდ, რაციონალური ფსიქოლოგია, გარდა აბსტრაქტულ მსჯელობათა სულის არსზე, ადგილმდებარეობაზე, თავისუფლებასა თუ უკვდავებაზე, შეიცავდა თეორიულად საინტერესო მოსაზრებებს სულის ბუნების შესახებ.
 
16:30, 18 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

ქრისტიან ვოლფი

ვოლფი ქრისტიან - Wolff Christian, Вольф Христиан, 1673-1754

გერმანელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, იურისტი, მათემატიკოსი. ლაიფციგის, ჰალეს და მარბურგის უნივერსიტეტების პროფესორი.

გ. ლაიბნიცის შემდეგ ი. კანტამდე გერმანიის ყველაზე ავტორიტეტული ენციკლოპედისტი მოაზროვნე. ბერლინის, პარიზის, სანქტ-პეტებურგის აკადემიებისა და ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი. საფუძველი დაუდო გერმანულ ფილოსოფიურ და სამეცნიერო (მათ შორის ფსიქოლოგიურ) ტერმინოლოგიას. თავად ტერმინი/სიტყვა „ფსიქოლოგია” ხმარებაში შემოვიდა ვოლფის ორი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ - „ემპირიული ფსიქოლოგია” (1732) და „რაციონალური ფსიქოლოგია” (1734). ვოლფამდე ფსიქოლოგია სხვა სიტყვებით აღინიშნებოდა, მაგ. ლაიბნიცი (რომლის შეხედულებათა სისტემატიკოსი და პოპულარიზატორი იყო ვოლფი) ხმარობდა სიტყვას „პნევმატოლოგია” (ბერძ. pneuma გონითი სული).

ფსიქოლოგიის ამ ორი სახეობის ურთიერთმიმართებაზე მსჯელობისას ვოლფი აღნიშნავდა, რომ ყოველი მოვლენა, მათ შორის სულისა, შეიძლება შეიმეცნო როგორც გამოცდილების, ისე გონების საშუალებით და განიხილო როგორც გარეგან თვისებათა, ისე არსის მხრივ. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ემპირიულ ფსიქოლოგიასთან. ის, გარკვეული აზრით, საფუძვლად ედება რაციონალურ ფსიქოლოგიას, რომელიც ამოსავალ პუნქტად იღებს რაიმე ცდისეულ მოცემულობას, მაგ., სხეულებრივ და სულიერ ცვლილებათა თანხვედრის ფაქტს, ხოლო შემდეგ ცდილობს მის ახსნას. ეს ახსნა ჰიპოთეზურია, რაც სავსებით ბუნებრივია ისეთი ჭეშმარიტად ფილოსოფიური, მეტაფიზიკური დარგისთვის, როგორიცაა რაციონალური ფსიქოლოგია. ვოლფის ემპირიულმა ფსიქოლოგიამ, რომელიც ცნობიერების მოვლენების აღწერას შეიცავდა, ახალი ვერაფერი შესძინა მეცნიერებას სულის შესახებ (გარდა ზოგიერთი ფრთხილად გამოთქმული მოსაზრებისა ფსიქიკური მოვლენების გაზომვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით). სამაგიეროდ, რაციონალური ფსიქოლოგია, გარდა აბსტრაქტულ მსჯელობათა სულის არსზე, ადგილმდებარეობაზე, თავისუფლებასა თუ უკვდავებაზე, შეიცავდა თეორიულად საინტერესო მოსაზრებებს სულის ბუნების შესახებ.

სულის მოვლენების ამხსნელ ფაქტორად „ნიჭის” ცნება დასახელდა. ამასთან ერთად, განვითარდა ლაიბნიციდან მომდინარე იდეა „სულის სპონტანური აქტივობის” შესახებ. ეს სპონტანური, ყოველგვარი გარეშე ზემოქმედებისაგან დამოუკიდებელი აქტივობა სულის მთავარი მახასიათებელი გახდა. ეს აქტივობა აქცევს ქმედითად ფსიქიკურ პროცესებს, პირველ რიგში, შემეცნებითს. ისე კი სულში ორი სახის ნიჭის (უნარიანობის, ფსიქიკური ფუნქციის, პროცესის) არსებობაა დაშვებული - შემეცნებითი (წარმოდგენები) და ლტოლვითი (მისწრაფებები). პოსტულატი ჩანერგილ უნარიანობათა, პრინციპებისა თუ ნიჭების შესახებ, რომლებიც სულის საკუთარ, სპონტანურ აქტივობას გამოხატავენ, ამოსავალია ნიჭთა ფსიქოლოგიის სხვადასხვა განშტოებისთვის.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები