ზანავი (უბანი მცხეთაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ზანავი''' – ერთ-ერთი უძველესი ქართული საისტორიო თხზულება „[[...)
 
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
როგორც „წყაროები“, „წყარომრავალი ადგილი“. ანდა ხომ არ შეიძლება ზან- ძირი ზენ- სიტყვად გავიაზროთ, როგორც მისი სახეცვლილი ფორმა და ამრიგად იგი ზმნიზედური წარმოშობის ერთეულად ვცნოთ: ზენ-ავ-ი?  
 
როგორც „წყაროები“, „წყარომრავალი ადგილი“. ანდა ხომ არ შეიძლება ზან- ძირი ზენ- სიტყვად გავიაზროთ, როგორც მისი სახეცვლილი ფორმა და ამრიგად იგი ზმნიზედური წარმოშობის ერთეულად ვცნოთ: ზენ-ავ-ი?  
  
დასასრულ იმასაც ვიტყვით, რომ ზემო აქარის მიკროტოპონიმიაში (ხულოს რ. სოფელი ბეღლეთი) ვრცელი სათიბი მინდვრის სახელად დადასტურდა ზანავები, რაც კიდევ უფრო გვიმტკიცებს რწმენას იმის თაობაზე, რომ ზანავი არ შეიძლება ეთნონიმური წარმოშობის ტოპონიმი იყოს. ეთნონიმი ზან-ი ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიაში (ზან-ა, ზანათ-ი, სა-ზან-ო…), აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, მცხეთა-საგურამოს რეგიონის ტოპონიმიაში კი მისი გულვება და ძიება გაუმართლებლად გვეჩვენება.
+
დასასრულ იმასაც ვიტყვით, რომ ზემო აჭარის მიკროტოპონიმიაში (ხულოს რ. სოფელი ბეღლეთი) ვრცელი სათიბი მინდვრის სახელად დადასტურდა ზანავები, რაც კიდევ უფრო გვიმტკიცებს რწმენას იმის თაობაზე, რომ ზანავი არ შეიძლება ეთნონიმური წარმოშობის ტოპონიმი იყოს. ეთნონიმი ზან-ი ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიაში (ზან-ა, ზანათ-ი, სა-ზან-ო…), აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, მცხეთა-საგურამოს რეგიონის ტოპონიმიაში კი მისი გულვება და ძიება გაუმართლებლად გვეჩვენება.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]]
 
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:მცხეთის ისტორიული უბნები]]
 
[[კატეგორია:მცხეთის ისტორიული უბნები]]

მიმდინარე ცვლილება 19:53, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

ზანავი – ერთ-ერთი უძველესი ქართული საისტორიო თხზულება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ზანავს ასახელებს იბერიის დედაქალაქის – მცხეთის – უბნად. ზანავი აქ მოხსენიებულია ჯერ კიდევ იმ ამბებთან დაკავშირებით, როდესაც იბერიაში ალექსანდრე მაკედონელი მოსულა. მან „პოვნა ციხე-ქალაქნი ძლიერნი შუა-ქართლ… ურბნისი, კასპი და უფლისციხე, ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე დიდი და ზანავი, უბანი ურიათა…“

ასევე: „ითხოვეს ბუნ-თურქთა უფლისაგან ქუეყანა ხარკითა; და დასდეს იგინი ზანავს და ეპყრა იგი.

იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქის – მცხეთის – შემოგარენში მემატიანის მიერ დასახელებულ ზანავს ქართველ ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ეთნონიმ ზან-ს უკავშირებს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი იმ შორეული ეპოქის გამოძახილია, როცა ამ კუთხეში დასავლური (მესხური, აგრეთვე მეგრულენოვანი) ტომები მოსულან და თავიანთი სახლობის მაჩვენებელ-მაუწყებელი ტოპონიმები (ზანავ-ი, მცხეთა…) შეუქმნიათ. ამ თვალსაზრისს დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი გამოთქმული იყო თვალსაჩინო ქართველი მეცნიერების მიერ ჩვენი საუკუნის დასაწყისშიც და მოგვიანებით, 30-40-იან წლებშიც“. ეს თავისთავად საყურადღებო და მნიშვნელოვანი თვალსაზრისი თანამედროვე სპეციალისტ-მკვლევართა შორის არავითარ დავას და დაეჭვებას არ იწვევს; იგი ერთხმად არის გაზიარებული და შეუვალ ჭეშმარიტებად მიჩნეული.

ზანავი, ჩვენი ღრმა რწმენით, არ შეიძლება სატომო სახელისაგან (ზანი) იყოს წარმომდგარი, რამდენადაც ქართულ ტოპონიმიაში ჩვენ ვერ დავადასტურებთ შემთხვევას, ეთნონიმური წარმოშობის გეოგრაფიულ სახელებში სუფიქსად -ავ ელემენტი რომ გვხვდებოდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ტოპონიმის საყრდენი (ამოსავალი) ფუძე ეთნონიმია, სატომო სახელია, მაშინ -ავ სუფიქსის მქონებლობა გამორიცხულია. როგორც არა გვაქვს ტოპონიმი ქართლ-ავ-ი, კახ-ავ-ი, მესხ-ავ-ი, თუშ-ავ-ი, ჯავახ-ავ-ი და სხვ., ასევე არ შეიძლებოდა ენაში გაჩენილიყო ეთნონიმური წარმოშობის ზან-ავ- ფორმაც. აქ სულ სხვა ვითარებასთან უნდა გვქონდეს საქმე. პირველ რიგში საჭიროა ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ -ავ სუფიქსი (ძველისძველი –ევ სუფიქსის ფარდი ელემენტი) ჩვეულებრივ საზოგადო არსებით სახელებს მიერთვოდა: მან-ავ-ი, ფხუნდ-ავ-ი, ცურტ-ავ-ი, ფიტ-ავ-ი, თელ-ავ-ი, ბოდ-ავ-ი, ტყვი-ავ-ი და სხვ. თუ ამ წესს დავემყარებით, მაშინ უნდა დავუშვათ, რომ საკვლევი ტოპონიმის ზან- ძირიც საზოგადო არსებითი სახელი იყოს. ამის თქმის უფლებას ის ფაქტი გვაძლევს, რომ ლეონტი მროველისეულქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთ რედაქციაში ზანავი, სწორედ ის გეოგრაფიული ობიექტი, რომელიც მცხეთის შემოგარენში იყო სახელდებული, წყაროდ, (ჰიდრონიმად) არის დადასტურებული: „მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა, მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰრქჳან ზანავი და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰრქჳან ხერკ ხარკისა მისთჳს“.“) თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ძველ ქართულში წყლის აღმნიშვნელ გეოგრაფიულ სახელებში გვხვდება ზან- სიტყვა (ალა-ზან, ნარ-ზან…), მაშინ ეგებ ზან-ავ ფორმაშიც ამოსავლად ჰიდრონიმული ტერმინი ზან გვევარაუდა და არა ეთნონიმი ზანი. მაშასადამე ზანავი უნდა გავიგოთ, როგორც „წყაროები“, „წყარომრავალი ადგილი“. ანდა ხომ არ შეიძლება ზან- ძირი ზენ- სიტყვად გავიაზროთ, როგორც მისი სახეცვლილი ფორმა და ამრიგად იგი ზმნიზედური წარმოშობის ერთეულად ვცნოთ: ზენ-ავ-ი?

დასასრულ იმასაც ვიტყვით, რომ ზემო აჭარის მიკროტოპონიმიაში (ხულოს რ. სოფელი ბეღლეთი) ვრცელი სათიბი მინდვრის სახელად დადასტურდა ზანავები, რაც კიდევ უფრო გვიმტკიცებს რწმენას იმის თაობაზე, რომ ზანავი არ შეიძლება ეთნონიმური წარმოშობის ტოპონიმი იყოს. ეთნონიმი ზან-ი ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიაში (ზან-ა, ზანათ-ი, სა-ზან-ო…), აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, მცხეთა-საგურამოს რეგიონის ტოპონიმიაში კი მისი გულვება და ძიება გაუმართლებლად გვეჩვენება.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები