ზანდური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ზანდური''' - '''(''Triticum zhukovskyi Menabde & Eritczjan'')''' ხორბლის ერთ-ერთი სახეობაა. ზ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Jukovskis xorbali.jpg|thumb|'''ჟუკოვსკის ხორბალი''' – Triticum zhukovskyi Menabde & Eritczjan]]
 +
[[ფაილი:Xorblis TavTavebis krefa.jpg|thumb|ხორბლის თავთავების კრეფა შნაკვით]]
 +
[[ფაილი:KoroliT gadaxuruli sameurneo nageboba.jpg|thumb|ლეჩხუმი. კოროლით გადახურული სამეურნეო ნაგებობა]]
 
'''ზანდური''' - '''(''Triticum zhukovskyi Menabde & Eritczjan'')''' ხორბლის ერთ-ერთი  სახეობაა. ზანდურის პოპულაციებში სპეციალისტებმა თავდაპირველად განსაზღვრეს ორი სახეობა: ცალ მარცვალა Triticum monococcum - [[გვაწა ზანდური]] და Triticum timopheevii - [[ჩელტა ზანდური]].  
 
'''ზანდური''' - '''(''Triticum zhukovskyi Menabde & Eritczjan'')''' ხორბლის ერთ-ერთი  სახეობაა. ზანდურის პოპულაციებში სპეციალისტებმა თავდაპირველად განსაზღვრეს ორი სახეობა: ცალ მარცვალა Triticum monococcum - [[გვაწა ზანდური]] და Triticum timopheevii - [[ჩელტა ზანდური]].  
  

14:31, 8 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ჟუკოვსკის ხორბალი – Triticum zhukovskyi Menabde & Eritczjan
ხორბლის თავთავების კრეფა შნაკვით
ლეჩხუმი. კოროლით გადახურული სამეურნეო ნაგებობა

ზანდური - (Triticum zhukovskyi Menabde & Eritczjan) ხორბლის ერთ-ერთი სახეობაა. ზანდურის პოპულაციებში სპეციალისტებმა თავდაპირველად განსაზღვრეს ორი სახეობა: ცალ მარცვალა Triticum monococcum - გვაწა ზანდური და Triticum timopheevii - ჩელტა ზანდური.

1959 წელს ვლ. მენაბდისა და ა. ერიციანის მიერ ზანდურის პოპულაციებში აღმოჩენილ იქნა ისეთი მცენარეები, რომელიც მორფოლოგიურად გამოირჩეოდა ჩელტა ზანდურისაგან. ციტოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე მათ მიზანშეწონილად ჩათვალეს ზანდურის 2n=42 - ქრომოსომიანი ფორმის ახალ სახეობად აღწერა და ამ სახეობას კულტურული ფლორის ცნობილი მკვლევრის პ. ჟუკოვსკის პატივსაცემად – Triticum zhukovskyi Menabde & Eritczjan-ი უწოდეს (Менабде.Ерицян, 1960).

Triticum zhukovskyi მორფოლოგიურად ჩელტა ზანდურის მსგავსია: აქვს უფრო გრძელი, ნაკლებად პირამიდული თავთავი, ხასიათდება ფართოფოთლიანობით; აღწერილია ზანდურის გავრცელების არეალში (Менабде, Ерицян, 1960).

ზანდური ცნობილია გვალვა და ყინვაგამძლეობით. იზრდება ყოველგვარ ნიადაგზე (კირქვიანზეც). საგაზაფხულო კულტურაა, მაგრამ გვიან მწიფდება. იმ დროს, როდესაც სხვა პურეული უკვე მომკილია, ზანდური ჯერ კიდევ მწვანეა. ამიტომ მას გვიან შემოდგომაზე თესავდნენ.

ზანდურის უარყოფითი თვისებებია: თავთავის მტვრევადობა, მარცვლის ძნელად ლეწვადობა (მარცვალი მჭიდროდაა კილებში ჩამჯდარი). ზანდურის ფქვილისაგან მეტად გემრიელი და არომატული პური ცხვება. მთელი კვირის განმავლობაში რბილად ინახება. ამიტომ იყო, რომ ლაშქრობა - მგზავრობის დროს ხშირად ზანდურის პურს იყენებდნენ. ზანდურის ფქვილისაგან, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში, მზადდებოდა კორკოტი.

მთხრობელთა გადმოცემით: „...გასული საუკუნის 40-50-იან წლებში, ზანდურს ლეჩხუმში თესავდნენ შემოდგომაზე, მცირე ფართობზე. პირველად სპეციალურად გადაბმული ორი ჯოხით „შნაკვით“ აცლიდნენ თავთავებს და აგროვებდნენ კალათებში, შემდეგ კი ზანდურის ღეროებს ნამგლით მკიდნენ, კონებად კრავდნენ. ამ ღეროებისგან დამზადებული შეკრული კონებით ხურავდნენ საბძლებს. ასეთ სახურავიან ნაგებობებს „კოროლით“ გადახურულს უწოდებდნენ“. ძველების გადმოცემით „...წინათ საცხოვრებელი სახლებიც „კოროლით“ იყო გადახურული (ცაგერის რ-ნი, სოფ. ზედა ღვირიში, მთხრ. ლ. ხეცურიანი, 2013 წ.)“



წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები