ზაჰესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ბესარიონ ჭიჭინაძის ძეგლი)
ხაზი 37: ხაზი 37:
  
 
==== საგენერატორო სადგური ====  
 
==== საგენერატორო სადგური ====  
საგენერატორო სადგური აგებულია რკინიგზის ხიდის მახლობლად და მთავარი. გრძივი ფასადით მტკვრის მარცხენა კლდოვან ნაპირს გადმოჰყურებს. მისი საძირკველი არმირებულია ლიანდაგებით. კედლების კონსტრუქცია წარმოადგენს აგურით შევსებულ რკინა-ბეტონის კარკასს. მთავარი ფასადი მოპირკეთებულია ეკლარის ქვით (1973 წ).  
+
საგენერატორო სადგური აგებულია რკინიგზის ხიდის მახლობლად და მთავარი. გრძივი [[ფასადი]]თ მტკვრის მარცხენა კლდოვან ნაპირს გადმოჰყურებს. მისი საძირკველი არმირებულია ლიანდაგებით. კედლების კონსტრუქცია წარმოადგენს აგურით შევსებულ რკინა-ბეტონის კარკასს. მთავარი ფასადი მოპირკეთებულია ეკლარის ქვით (1973 წ).  
  
 
საგენერატოროს ძირითადი სათავსია დიდი დარბაზი (72X12 მ,სიმ. 14,38 მ, მთელი ნაგებობის სიმაღლე 25,88 მ), სადაც რვა ტურბინა დგას. დარბაზში უხვად არის სინათლე და ჰაერი. მთავარი ფასადის მთელი სიგრძე უჭირავს რვა შეისრულთაღოვან დიდ ფანჯარას. შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ცილინდრული [[კოშკი]]ა. აქედან არის სადგურში შესასვლელი. საგენერატოროს არქიტექტურა მარტივი, მკაცრი და დასამახსოვრებელია.  
 
საგენერატოროს ძირითადი სათავსია დიდი დარბაზი (72X12 მ,სიმ. 14,38 მ, მთელი ნაგებობის სიმაღლე 25,88 მ), სადაც რვა ტურბინა დგას. დარბაზში უხვად არის სინათლე და ჰაერი. მთავარი ფასადის მთელი სიგრძე უჭირავს რვა შეისრულთაღოვან დიდ ფანჯარას. შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ცილინდრული [[კოშკი]]ა. აქედან არის სადგურში შესასვლელი. საგენერატოროს არქიტექტურა მარტივი, მკაცრი და დასამახსოვრებელია.  

17:32, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

ზაჰესი - ზემო ავჭალის ჰიდროელექტრო სადგურის კასკადი, არქიტურულ, ისტორიულ, მონუმენტ ხელოვნ. ძეგლი აგებულია მდინარე მტკვარზე, თბილისის ჩრდილო-დასავლეთით (16-18 კმ). ელსადგურის დადგმული სიმძლავრეა 36,8 ათ. კვტ., საშუალო წლიური გამომუშავება – 20,3 მლნ კვტ.

სარჩევი

ისტორია

1922 წლის 10 სექტემბერს ტფილისისა და ახლომახლო სოფლების 4000-მდე მშრომელმა მიიღო მონაწილეობა საერთო სახალხო კვირეულში. ასე ჩაეყარა საფუძველი ზაჰესს. ფაქტიურად მშენებლობა დაიწყო 1923 წლის მაისში. დამთავრდა 1926 წლის სექტემბერში; პირველი დენი თბილისის ზაჰესმა 1927 წლის 9 აპრილს მისცა. ზაჰესის კომპლექსის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ზაჰესკომი (თავმჯდომარე შ. ელიავა, მოადგილეები ვ. სუხიშვილი და ნ. იორამაშვილი). ესკიზური პროექტი (ავტორი ინჟ. ო. მელიქ-ფაშაევი) დეტალურად დაამუშავა სპეციალურმა კომისიამ მ. ანდრეევი, დამანტოვიჩი, ლ. დიასამიძე, ლ. დიდებულიძე, ვ. ვასილიევი, ნ. ზვორიკინი, ა. კიკნაძე – ხელმძღვანელი, ლ. კონიუშევსკი, ბ. კოსტინი, ო. მელიქ-ფაშაევი – მშენებლობის უფროსის მოადგილე, ს. ფირალიშვილი, ბ. ჭიჭინაძე – მშენებლობის უფროსი) ნაგებობათა არქიტექტურული ნაწილის ავტორები არიან ა. კალგინი, კ. ლეონტიევი, მ. მაჭავარიანი.

თბილისის გაზრდილი კომუნალური და სამრეწველო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მსხვილი ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ რევოლუციამდე იყო მსჯელობის საგანი. არსებობდა ჰესის მშენებლობის რამდენიმე პროექტი-წინადადება, რომლებებიც ითვალისწინებდა ჰესის აგებას: უშუალოდ ქალაქში ე.წ. მადათოვის კუნძულის მიდამოებში (1904-05 წწ.ბელგიელი ინჟ. მეტცემი); მდინარე არაგვზე სოფელ წიწამურთან (1907 წ., ინჟინრები ა. ანდრეევი, ნ. ზვორიკინი); მდინარე ხრამზე სოფელ არუხლოსთას (1920 წ., ინჟინრები ვალიშინი, კოჟევნიკოვი, ზვორიკინი, საქართველოს ქალაქების კავშირის ინიციატივით) და სხვ. პროექტის განხორციელება ნაგულისხმევი იყო უცხოელი კონცესიონერების დახმარებით. 1920 წლის ნოემბრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიწათმოქმედების სამინისტრო ამზადებდა ხელშეკრულების პროექტს წიწამურიდან ზემო ავჭალამდე მტკვრისა და არაგვის ენერგიის გამოყენების უფლების შვეციის ფირმებისათვის გადაცემის თაობაზე.

საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო მუშაობა დიდი ჰესის მშენებლობისათვის. სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ჰიდრომშენმა ჩაატარა ინსტრუმენტული საძიებო სამუშაოებები, დაამუშავა საველე მასალა და დაიწყო დამუშავება ინჟინერი მელიქ-ფაშაევის მიერ წამოყენებული ესკიზური პროექტისა, რომელიც ითვალისწინებდა მდინარე არაგვის ბოლო მონაკვეთის (ბებრის ციხიდან შესართავამდე) და მდინარე მტკვრის (მდ. არაგვთან შეერთების ადგილიდან დიღმის რკინიგზის ხიდამდე) გამოყენებას.

1922 წლის 1 ნახევარში იყო კიდევ ერთი წინადადება თვით ტფილისში 10 000 ც.ძ-ის ცენტრ. თბოსადგურის აგებისა (ინჟ. ი. ვაწაძე). სპეც. საექსპორტო კომისიების დასკვნებით უპირატესობა მიეცა ჰესის მშენებლობას ზემოთ უკვე ნახსენებ სქემებში – ზემო ავჭალისა მდ. მტკვარზე.

ტფილისის საბჭოს პრეზიდიუმმა 1922 წ. 20 ივნ. დაამტკიცა ზაჰესის მშენებლობის სქემა და ჩამოაყალიბა ზაჰესკომი.

ზაჰესკომმა და მშენებლობის უშუალო ხელმძღვანელებმა დიდი ორგანიზაციული და პრაქტიკული მუშაობა ჩაატარეს ზაჰესის მოკლე დროში და მაღალ ტექნიკურ დონეზე აშენებისათვის შერჩეულ ადგილზე წყლის რესურსუბის შემოწმების შემდეგ საბჭოთა და უცხოელი სპეციალისტების რჩევისა და ადგილობრივი სპეციალური საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე ზაჰესის პირველი რიგის აგრეგატების სიმძლავრე განისაზღვრა 18 ათ. ც.ძ-ის ოდენობით (ნაცვლად გათვალისწინებული 10 ათ. ც.ძ-ისა). ჰიდროტექნიკური ნაგებობის აგებისას მხედველობაში უნდა მიეღოთ საბოლოო საპროექტო სიმძლავრე (36 ათ. ც.ძ.).

ზაჰესკომის გადაწყვეტილებით ელექტრომექანიკური მოწყობილობები დაუკვეთეს საბჭოტა რუსეთის ქარხნებს. რომლებიც აღდგენითი პერიოდის მძიმე წლებში საჭიროებდნენ დახმარებასა და მხარდაჭერას. გამონაკლისი იქნა დაშვებული ტურბინების დამზადების საკითხში – საჭირო ოთხი ტურბინიდან ერთი (4500 ც.ძ.) უნდა დამზადებულიყო ლენინგრადის ლითონის ქარხანაში ფროცნოიმაიერის ქარხნის ნახაზების მიხედვით, ხოლო დანარჩენი სამი ფრიცნოიმაიერის ქარხანაში (გერმანია).

1938 წ. ზაჰესის სიმძლავრემ მიაღწია საპროექტო დონეს – დაემატა კიდევ ოთხი ტურბინა. სადგურმა უდიდესი როლი შეასრულა დიდი სამამულო ომის პერიოდში მრეწველობისა და ტრანსპორტის ელექტროენერგიით მომარაგების საქმეში. 1952 წელს ზაჰესი მთლიანად ავტომატიზებული და ტელემექანიზებული გახდა, ამით მისი სიმძლავრე საპროექტოსთან შედარებით კიდევ 15%-ით გაიზარდა.

ძირითადი ნაგებობები

ზაჰესის ძირითადი ნაგებობებია: სათავო ნაგებობანი: სადერივაციო არხი, წნევის აუზი, საგენერატორო სადგური. გამანაწილებელი სადგური, ვ.ი. ლენინის ძეგლი, ბ. ჭიჭინაძის ძეგლი, მუშა-მოსამსახურეთა დასახლება.

სათავო ნაგებობები

სათავო ნაგებობანია: 1. მთავარი კაშხალი, 2. წოლხვრელი და მცირე კაშხალი, 3. წყალმიმღები და სათავო რაბი. ისინი განლაგებულია მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან მთავარი კაშხალისათვის (სიმ. 40 მ) შერჩეულია ამ უბანში მდინარე მტკვრის ყველაზე ვიწრო (300-400 მ) კლდოვანი კალაპოტი. რკინა-ბეტონის ნაგებობა მთლიანად დაყრდნობილია კლდის მაგარ ქანებზე (ქვიშაქვა). წყლის გამშვების და ბურჯების კედლები, წყლის დარტყმის ძალის შესასუსტებლად, მოპირკეთებულია უხეშად დამუშავებული გრანიტის (გელათის, ნაწილობრივ ბამბაკის) ფილებით. დანარჩენი ზედაპირი ტორკრეტირებულია ცემენტის ხსნარით. კაშხალს ხუთი ხვრელობი აქვს: შუა სამი აწესრიგებს წყლის დონეს ზემო ბიეფში; გარე მარჯვენა სიფონური გამშვებია (მას მარჯვნიდან ემიჯნება თევზების გასაშვები), გარე მარცხენა კი ყინულის გამშვები. ხვრელობების გამყოფი ოთხი ბურჯის (თითოეულის სიგანე 4 მ, სიგრძე 27,7 მ) ვერტიკალები კარგად ეხამება კლდოვან გარემოს. ნაგებობა გამოირჩევა სადა, მკაცრი გეომეტრიული ფორმებით.

წოლხვრელი და მცირე კაშხალი აღმოსავლეთიდან ეკვრიან დიდ კაშხალს, წოლხვრელი (სიგრძე 150 მ, სიღრმე 18,5 მ, სიგანე 16-18,5 მ) გათხარეს მშენებლობის პროცესში წყლის გადასაყვანად. მისი კედლები და ძირი დაცემენტებულია. წოლხვრელს კეტავს მცირე რკინაბეტონის კაშხალი (სიმ. 18,5 მ, სიგრძე 24 მ, სიგანე ზემო ნაწილში 3,9 მ), რომლის ხვრელობების კედლები და ძირი მოპირკეთებულია უხეშად დამუშავებული გრანიტის (გელათის, ბამბაკისა და აირუმის) ფილებით. კაშხალის დანარჩენი ზედაპირი ტორკრეტირებულია ცემენტის ხსნარით. ამჟამად კაშხალი და წოლხვრეელი გამოყენებულია მდინარე არაგვის მიერ მოტანილი ნალექის გასაშვებად.

მთავარ კაშხალსა და წოლხვრელს შორის წარმოქმნილი კუნძული მთლიანად ბეტონის ბალიშით არის დაფარული. მისი საყრდენი კედელი ამოყვანილია დიდი კაშხალის ბურჯების სიმაღლეზე, რის გამოც ეს ორი ნაგებობა ერთიან ჰორიზონტალურ ზოლად აღიქმება.

წყალმიმღებიდან სათავე რაბის საშუალებით წყალი სადერივაციო არხში გადადის. ნაგებობის მარჯვენა ბოლო ნაწილში მოწყობილია ნალექისაგან წყლის გამწმენდი რაბი-კაშხალი (სიმ. 11,73 მ).

სადერივაციო არხი

სადერივაციო არხი ტრაპეციული კვეთის ღია არხია (სიგრძე 3,056 კმ, სიგანე ძირზე 8,11 მ, წყლის სიღრმე 8-9,2 მ). იწყება სათავო რაბიდან და მიემართება მტკვრის პარალელურად, მის მარცხენა მაღალ ნაპირზე. მისი დანიშნულებაა წყლის დაწნევის გაზრდა. არხის ძირი და კედლები დაცემუნტებულია.

წნევის აუზი

წნევის აუზი მოწყობილია არხის ბოლოსთან გაფართოებულ ნაწილში (სიგ. 8,11-65,7 მ, მოცულობა 40.000 კუბ. მ). აქედან ლითონის დაწნევის მილგამტარით და რკინაბეტონის სპირალური კამერებით წყალი მიემართება ტურბინებში.

საგენერატორო სადგური

საგენერატორო სადგური აგებულია რკინიგზის ხიდის მახლობლად და მთავარი. გრძივი ფასადით მტკვრის მარცხენა კლდოვან ნაპირს გადმოჰყურებს. მისი საძირკველი არმირებულია ლიანდაგებით. კედლების კონსტრუქცია წარმოადგენს აგურით შევსებულ რკინა-ბეტონის კარკასს. მთავარი ფასადი მოპირკეთებულია ეკლარის ქვით (1973 წ).

საგენერატოროს ძირითადი სათავსია დიდი დარბაზი (72X12 მ,სიმ. 14,38 მ, მთელი ნაგებობის სიმაღლე 25,88 მ), სადაც რვა ტურბინა დგას. დარბაზში უხვად არის სინათლე და ჰაერი. მთავარი ფასადის მთელი სიგრძე უჭირავს რვა შეისრულთაღოვან დიდ ფანჯარას. შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ცილინდრული კოშკია. აქედან არის სადგურში შესასვლელი. საგენერატოროს არქიტექტურა მარტივი, მკაცრი და დასამახსოვრებელია.

გამანაწილებელი სადგური

გამანაწილებელი სადგური მდებარეობს საგენერატოროს სამხრეთით 80 მ-ზე. მისი ორი ურთიერთპარალელური კორპუსი სახელოსნოებს ეკვრის. მათ შორის ღია ეზოა. არქიტურული გადაწყვეტით შენობა ენათესავება საგენერატორო სადგურის ფასადებს – სრულიად გლუვ (ცემენტით შელესილ) კედლებზე სხვადასხვა სიგანის დიდი შეისრულთაღოვანი სარკმლებია. განსხვავებულია უკანა ფასადი – დიდი თაღოვანი შესასვლელი და ლოჯიის ექვსი დაბალსვეტიანი თაღედი ქმნიან მარტივ, მეტყველ კომპოზიციას.

ვ.ი. ლენინის ძეგლი

(მოქანდ, ი. ივანოვ-შადრი, არქიტ. ს. ჩერნიშოვი) იდგა წოლხვრელის, მდინარის, წყალმიმღებისა და სათავო გამწმენდ რაბს შორის წარმოქმნილ კუნძულზე; კლდოვან ქარაფზე, მდინარის პირას (ბრინჯაოს სკულპტურის სიმ. 7 მ, ღია რუხი ფერის გრანიტით მოპირკეთებული პოსტამენტისა 15 მ).

ბესარიონ ჭიჭინაძის ძეგლი

ბესარიონ ჭიჭინაძის ძეგლი (მოქანდ. ა. რატიანი, არქიტექტორი გ. ქავთარაძე) გაიხსნა 1975 წ. 8 ივლისს დგას საგენერატორო სადგურის ტერიტორიაზე, მთავარი ხეივნის ღერძზე, მდ. მტკვრის კლდოვან ნაპირთან. ბუნებრივი თეთრი ქვით მოპირკეთებულ მაღალ (6 მ) კედელზე გამოსახულია ინჟინერი ბესარიონ ჭიჭინაძის ჰორელიეფური პორტრეტი (ბრინჯაო, 1,4 მ).

ელექტროგადამცემი ხაზი

გარდა აღნიშნული ნაგებობებისა, ზაჰესის კომპლექსის მშენებლობის დროს აიგო ელექტროგადამცემი ხაზი ზაჰეს-თბილისი (15 კმ), ოთხი სატრანსფორმატორო ქვესადგური და მუშა-მოსამსახურეთა დასახლება – ერთი ორსართულიანი და რამდენიმე შეწყვილებული; ერთსართულიანი კოტეჯი.

ზაჰესის ცალკეულ ნაგებობათა არქიტექტურა ქართული საბჭოთა არქიტექტურის განვითარების პირველი წლების ერთ-ერთი ეტაპური და მნიშვნელოვანი ნიმუშია. დამახასიათებელია ეროვნული ხუროთმოძღვრული ფორმების გამოყენება, მიღწეულია ფუნქციური და მხატვრული მხარის ერთიანობა, ანსამბლურობა.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები