ზოგადი ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
<br />
 
<br />
 
სტატიის ავტორი - [[ზურაბ ვახანია]], [[დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება]].<br />
 
სტატიის ავტორი - [[ზურაბ ვახანია]], [[დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება]].<br />
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small
+
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.
  
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული სკოლა]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული სკოლა]]
 
[[კატეგორია: ფსიქოლოგიის დარგები საქართველოში]]
 
[[კატეგორია: ფსიქოლოგიის დარგები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]

16:55, 7 ნოემბერი 2019-ის ვერსია

ზოგადი ფსიქოლოგია საქართველოში - - General Psychology in Georgia - Общая Психология в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos სწავლება, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში ზოგადი ფსიქოლოგია. მისი მდიდარი ტრადიცია არსებობს, რომელიც სკოლის ფუძემდებელმა დიმიტრი უზნაძემ დაამკვიდრა. მან დაამუშავა ფსიქოლოგიის საკვანძო მეთოდოლოგიური და მეთოდიკური საკითხები, იკვლია კონკრეტული ფსიქიკური მოვლენები და პროცესები; რაც მთავარია, შექმნა თეორიულად და ექსპერიმენტულად დასაბუთებული ზოგადფსიქოლოგიური მასშტაბის სისტემა (განწყობის თეორია). მასვე ეკუთვნის კაპიტალური ნაშრომი „ზოგადი ფსიქოლოგია” (1941), რომელზეც აღიზარდა საქართველოს ფსიქოლოგთა თაობები და რომელიც ამჟამადაც ფრიად ღირებულია. მასში ზოგადი ფსიქოლოგიის ძირითადი თემები დამუშავებულია გარკვეული თეორიული პოზიციის, კერძოდ განწყობის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის თვალსაზრისით.

საქართველოში ზოგადი ფსიქოლოგიის მრავალი საკითხია შესწავლილი განწყობის თეორიის პოზიციიდან. გამოკვლეულია შეგრძნების, აღქმისა და წარმოსახვის პროცესები (იოსებ ბჟალავა, ნინო ელიავა, ჯ. კუპრაშვილი, ია კუტალაძე, ვ. მანჯგალაძე, ქეთევან მდივანი, შოთა ნადირაშვილი, რევაზ ნათაძე, მ. რაგოვსკაია, დარეჯან რამიშვილი, ოთარ ტაბიძე, გივი ქირია, ზოსიმე ხოჯავა, გ. ხოსროშვილი, ზ. ვახანია და სხვანი); მეხსიერება (ვლადიმერ გრიგოლავა, დალი ფარჯანაძე, ალექსანდრე ფრანგიშვილი, ლია ყვავილაშვილი, მზია წერეთელი და სხვანი); ყურადღება (გ. ბაქრაძე, ალექსანდრე მოსიავა, ჟუჟუნა ნეფარიძე და სხვანი); აზროვნება (თ. გოგიჩაიშვილი, გ. დარახველიძე, ზ. ვახანია, ნ. ელიავა, ნანა კენჭაძე, შ. ნადირაშვილი, რევაზ ნათაძე, დარეჯან რამიშვილი, მამია ყოლბაია, დავით ძიძიგური, თამარ აბაშიძე და სხვანი); ენა და მეტყველება (არჩილ ალხაზიშვილი, აკაკი ავალიშვილი, აკაკი ბაინდურაშვილი, ზ. გაბაშვილი, ზ. ვახანია, თ. ზარიძე, ნათელა იმედაძე, გიორგი კეჩხუაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, დ. რამიშვილი, რამაზ საყვარელიძე, ქეთევან ჩიგოგიძე, ნათელა ჭრელაშვილი, დოდო ჯვარიშეიშვილი და სხვანი); ემოციები (დალი ბერეკაშვილი, ნ. იმედაძე, მარინა კაკიაშვილი, რუსუდან მირცხულავა, დ. რამიშვილი, ლ. თოფურიძე და სხვანი); ჩვევა (ამირან გრიგოლავა, ოთარ ტაბიძე, ზ. ხოჯავა და სხვანი).

ტრადიციულად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა ქცევის ფსიქოლოგიის პრობლემატიკა, რაც სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან განწყობის თეორია პირველი რიგში ქცევის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციაა. უზნაძეს გამოთქმული აქვს მრავალი საყურადღებო მოსაზრება ქცევის აღწერით და ახსნით მახასიათებლებთან დაკავშირებით. იგი მსჯელობდა ნებელობასა და მის მოტივაციაზეც (ქცევა, ქცევის ფორმები, ნებელობა, მოტივი). ყოველივე ამან დასაბამი მისცა ფართო დიაპაზონის კვლევებს ქცევისა და მოტივაციის ფსიქოლოგიაში (ა. ალხაზიშვილი, ნოდარ ბარამიძე, დაგეჯან გოგუაძე, ირაკლი იმედაძე, ვიტალი კაკაბაძე, დ. კიკნაძე, ვახტანგ ნადარეიშვილი, შ. ნადირაშვილი, გ. ნიჟარაძე, ნოდარ როგავა, ნოდარ სარჯველაძე, რევაზ ქვარცხავა, დავით ჩარკვიანი, მარინა ჩიტაშვილი, შალვა ჩხარტიშვილი, ზ. ვახანია და სხვანი).

უზნაძის სკოლაში ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართულ ენაზე ფსიქოლოგიის ორიგინალურ სახელმძღვანელოთა შექმნას. არსებობს ზოგადი ფსიქოლოგიის რამდენიმე ქართული სახელმძღვანელო (ა. ბოჭორიშვილი და შ. ჩხარტიშვილი, რ. ნათაძე, ვლადიმერ ნორაკიძე, თ. გოგიჩაიშვილი, ი. იმედაძე, მ. კაკიაშვილი, ც. ლომსაძე, გ. მერაბიშვილი).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრა რ. ნათაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე მასში გაიხსნა ზოგადი ფსიქოლოგიის განყოფილება, რომელსაც სათავეში დიდხანს ზ. ხოჯავა ედგა (ხოლო სხვა წლებში: შ. ნადირაშვილი, ი. იმედაძე, დ. ჩარკვიანი, ვ. ნადარეიშვილი).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები