ზურაბიშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (დ. - 1872, ქუთაისი - გ. - 14.VI.1940, პარიზი) - პუბლიცისტი, იურისტი, ეროვნულ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. უმაღლესი განათლება კიევისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში მიიღო. ადრეული ასაკიდან ეწოდა პუბლიცისტურ-მთარგმნელობით საქმიანობას. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან და სხვა ეროვნულ-დემოკრატიული მიმდინარეობის ძალებთან. 1908-1919 წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისტ-კონსულტანტი.

1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმეთა მმართველი. შედიოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის აპრილში თანამდებობიდან თავისი ნებით გადადგა.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ჯერ სტამბულში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში დასახლდა. ემიგრაციაში აგრძელებდა პუბლიცისტურ საქმიანობას. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921), თბ., 2004.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები