ზურაბიშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (დ. - 1872, ქუთაისი - გ. - 14.VI.1940, პარიზი) - პუბლიცისტი, იურისტი, ეროვნულ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. უმაღლესი განათლება კიევისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში მიიღო. ადრეული ასაკიდან ეწოდა პუბლიცისტურ-მთარგმნელობით საქმიანობას. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან და სხვა ეროვნულ-დემოკრატიული მიმდინარეობის ძალებთან. 1908-1919 წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისტ-კონსულტანტი.

1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმეთა მმართველი. შედიოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის აპრილში თანამდებობიდან თავისი ნებით გადადგა.

[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საბჭოთა ოკუპაციის]] შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ჯერ სტამბულში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში დასახლდა. ემიგრაციაში აგრძელებდა პუბლიცისტურ საქმიანობას. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921), თბ., 2004.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები